ტურის საუკეთესო კალათბურთელის დასახელება გაგვიჭირდა, ერთ მომენტში ისიც ვიფიქრეთ, საუკეთესოდ არა რომელიმე კალათბურთელი, არამედ მთლიანად ქუთაისის გუნდი დაგვესახელებინა. თუმცა სტატისტიკამ ერთი კალათბურთელი მაინც გამოარჩია: ბუბა კვიმსაძეს ერთით მეტი
29 დეკემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
შსს-სოხუმი 87:80
23:20, 25:16, 20:19, 19:25
შსს: ლაფანაშვილი (2ქ, 3პ), ბ. ლეჟავა (5ქ), ნიკოლაძე (5ქ, 3პ), ი. ბერიშვილი (8ქ, 7პ), კოტონი (11ქ), მარკოიშვილი (23ქ, 5მ, 4პ), დ. ბარბაქაძე (13ქ, 9მ), იმნაძე (15ქ, 5მ, 3პ), ტომარაძე (5ქ, 3პ).
სოხუმი: ფარღალავა (31ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), ჰარისი (15ქ, 3ჩ), კვეტენაძე, შანიძე (4ქ), სორდია, კანკია (3პ, 5ფ), კოპალიანი (2ქ), კ. დამუსი (14ქ, 10მ), რ. დამუსი (14ქ, 15მ, 2დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.
თსუ-სა და "არმიასთან" წაგებების შემდეგ შსს-ს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი მიეცა - მეტოქედ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, "სოხუმი" ჰყავდა.
შსს-ელებმა უპირატესობა პერიმეტრიდან ტყორცნებში მოიპოვეს: სოხუმელებს რეალიზებულ სამქულიანებში 13:4 აჯობეს. ამ კომპონენტში გამოირჩა შსს-ს ფორვარდი გიორგი მარკოიშვილი, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. მისმა თანაგუნდელმა დათო ბარბაქაძემ კი 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
შუა მატჩში ტრავმა მიიღო ძალოვანთა მეფარემ დავით იმნაძემ, რომლის მოედნიდან გასვლის შემდეგ შსს-მ მატჩი ნომინალური ცენტრის გარეშე განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ "სოხუმს" მეფარე პეტრას ბალოჩკა გამოაკლდა (საფრანგეთში წავიდა), ძმები დამუსების ხარჯზე სოხუმელებმა მოხსნებში 51:39 იმარჯვეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორე წრის წინ გაძლიერებას აპირებს შსს, რომლის სამომავლო ტრანსფერებზე მალე მოგითხრობთ. თავის მხრივ, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არც "სოხუმი" იუქმებს, თუმცა ამ გუნდს უმთავრესად შეთამაშება სჭირდება (კალათბურთელებით სეზონის მსვლელობისას ივსებოდა). სწორედ ამიტომ, სოხუმელები იანვრის დასაწყისში ანტალიაში შეკრებაზე წასვლას აპირებენ, სადაც სავარაუდოდ სამ მატჩს გამართავენ.
აგრარული-სტუ 63:82
21:18, 9:19, 18:23, 15:22
აგრარული: ტეტელაშვილი (5ქ, 3პ, 8მ), ბააკაშვილი, ნანიტაშვილი (6ქ), სიგუა (2ქ), ჩაჩანიძე (20ქ), ხანიაშვილი (10ქ, 3პ), გემაზაშვილი, ჯავახიშვილი (14ქ, 14მ), მუმლაძე (6ქ, 10მ).
სტუ: ანთაძე (9ქ, 8მ, 5პ), ჭოხონელიძე, ბერუაშვილი (16ქ, 12მ), ჩიკვილაძე (25ქ, 7მ, 5პ, 3ჩ), ლომოური (13ქ), გასიტაშვილი, თევზაძე, კობიძე (4ქ, 2დ), ჯანგველაძე (5ქ, 5მ), ჩალიგავა (2ქ), ძიძიგური, ახალკაცი (8ქ, 11მ, 4პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე
მეცხრე ტურამდე სუპერლიგაში გამარჯვების გარეშე ერთადერთი გუნდი იყო – სტუ. თუმცა, მას მერე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მხოლოდ ბოლო სამი ტურის შედეგებს თუ შევაჯამებთ "არმიასთან" ერთად საუკეთესო სწორედ ტექნიკოსები არიან. მათ წრის ბოლო სამივე მატჩი მოიგეს.
გუშინ სტუ-ს მეტოქე ''აგრარული" იყო, რომელსაც ტექნიკოსების დარად მე-11 ტურამდე 2 მოგება ჰქონდა. როგორც თანაბარი ძალის გუნდებს შეეფერებათ, პირველ ტაიმში უპირატესობა გარდამავალი იყო. მეორე მეოთხედის შუაში ''აგრარულმა" ხუთქულიან უპირატესობას მიაღწია – 30:25. სწორედ ამის შემდეგ დადგა გადამწყვეტი მომენტი: ვასილ ბერუაშვილისა და ბექა ჩიკვილაძის სიზუსტის წყალობით სტუ-მ 20:0 გაქცევა მოაწყო და 45:30 დაწინაურდა. ამის შემდეგ ტექნიკოსები არ მოდუნებულან და ყველაზე დიდ სხვაობას, 19 ქულას რომ მიაღწიეს, მატჩიც მაშინ დასრულდა (82:63).
ასე და ამგვარად, პირველი წრის ბოლოს სტუ-მ ცხრილში ბოლოდან მე-8 ადგილზე აინაცვლა. ''აგრარული" მეათეა. ცხრილის ფსკერზე ერთადერთი უხელფასო გუნდი "დინამოა". იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე წრეს დინამოელები კარგი მეპატრონით შეხვდებიან.
თსუ-ქუთაისი 63:86
13:26, 15:23, 14:19, 21:18
თსუ: ხიზანიშვილი (4ქ), ფანჩულიძე (14ქ, 5მ), გაფრინდაშვილი (7ქ), მარხვაშვილი (8ქ, 11პ, 3ჩ), კოხრეიძე (2ქ), ლონდარიძე (6ქ, 8მ, 3დ), კორკოტაძე (17ქ), ჩიტაშვილი (4ქ, 3პ), ყველაშვილი (1ქ, 5მ), დეკანოიძე.
ქუთაისი: დიდია, ბ. ბერიშვილი (13ქ, 6მ, 5პ, 4ჩ), კვიმსაძე (15ქ, 10მ, 9პ), ბოლქვაძე (18ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (13ქ, 5მ, 3პ, 4ჩ), კოღუაშვილი (20ქ), ქორიძე, მესხი, ლომინაშვილი (6ქ), ტუკვაძე, ბაბუნაშვილი (1ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი.
მე-10 ტურში შინ, "ბათუმთან" წაგების შემდეგ "ქუთაისი" თსუ-სთან მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებული შეხვდა და შედეგიც სახეზე, უფრო სწორად ტაბლოზეა - 86:63.
- თამაშზე სათანადოდ მობილიზებულები გამოვედით. საშინაო მარცხის შემდეგ კარგად მოვემზადეთ და დღეს კალათბურთელებმა ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს. დაცვაში დამაჯერებლად ვითამაშეთ, რამაც შეხვედრის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა, - აღნიშნა ნამატჩევს "ქუთაისის" თავკაცმა მალხაზ კოხრეიძემ.
თსუ-ს წინა ხაზში სერიოზული დანაკლისი ჰქონდა:
- ტრავმის გამო ვერ ითამაშა რიჩარდ მათიაშვილმა. წელი სტკიოდა მეორე მეფარე ილია ლონდარიძეს, რომელმაც გამაყუჩებლით ითამაშა.
ასევე ტრავმირებულია შალვა კოხრეიძე. მან დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა, - გვითხრა თსუ-ს თავკაცმა ნუგზარ ჭეიშვილმა.
თსუ-ს "ქუთაისის" ზონური დაცვის გარღვევა გაუჭირდა, ფარქვეშ დავით ბოლქვაძე იდგა მყარად, ხოლო პერიმეტრზე აქტიურად იცავდნენ თავს ბუბა ბერიშვილი და ბუბა კვიმსაძე. მოედნის მეორე მხარეს ფარქვეშიდან ქულას-ქულაზე აგროვებდნენ ქუთათურები, ხოლო მათ სამქულიანებით ეხმარებოდნენ კვიმსაძე, ბერიშვილი და გიგი ბარბაქაძე.
ასეთი თამაშით "ქუთაისმა" მალე მოიპოვა 10-ქულიანი უპირატესობა და მე-40 წუთამდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვია. ეს "ქუთაისის" მე-7 მოგება იყო. სწორედ ასეთი შედეგით (7-7 გამარჯვება) დაასრულა პირველი წრე შსს-მ, თსუ-მ და "ენერჯიმ".
იმედს დავიტოვებთ, რომ შსს-სა და "არმიის" მსგავსად 2011 წლის იანვარში ქუთათურები, რუსთაველები და თსუ-ელებიც გაძლიერდებიან და მეორე წრეც ისევე საინტერესოდ ჩაივლის, როგორც პირველი.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 9 1 916/712 19
2. ენერჯი 10 7 3 748/705 17
3. ქუთაისი 10 7 3 855/746 17
4. შსს 10 7 3 901/775 17
5. თსუ 10 7 3 877/806 17
6. სოხუმი 10 6 4 805/790 16
7. სამედიცინო 10 3 7 741/759 13
8. სტუ 10 3 7 828/887 13
9. ბათუმი 10 3 7 760/833 13
10. აგრარული 10 2 8 693/843 12
11. დინამო 10 1 9 677/945 11
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
.
.