სოხუმი - ანთაძე და ანთალია

AutoSharing Option
მკითხველს გუშინ ვაუწყეთ, რომ ჩემპიონატის ლიდერი "არმია" სლოვენიაში შეკრებაზე გადავიდა. დღეს კიდევ ერთი ქართული კლუბი, "სოხუმი" გაემგზავრება უცხოეთში შეკრებისთვის: ჯერ სტამბოლში ჩაფრინდება, შემდეგ ანთალიაში გადავა.

"სოხუმი" ანთალიურ შეკრებაზე 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. გუნდს გასული სეზონის შემდეგ დააკლდნენ ამერიკელი მაიკ მაქქერი (ამერიკაშია) და ლიტველი პეტრას ბალოჩკა (კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს). სანაცვლოდ სოხუმელთა რიგები შეავსო სტუ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ანთაძემ.

გთავაზობთ სოხუმელთა თორმეტკაციან შემადგენლობას: ზვიად ანთაძე, რიჩარდ დამუსი, კარლ დამუსი, იუჯინ ჰარისი, ლაშა ფარღალავა, ირაკლი სორდია, თემურ კანკია, გიგა კვეტენაძე, ლუკა შანიძე, გელა კოპალიანი,
ირაკლი ჩლაიძე, ვახტანგ კვარაცხელია.

ანთალიაში ჩასვლიდან პირველ დღეს გუნდი დაბინავებისთვის გამოიყენებს, 5 იანვრიდან კი წვრთნას შეუდგება. კლუბს თურქეთში გაჰყვა ფიზმომზადების მწვრთნელი ვოვა გოლოვინი. შესაბამისად მთავარი მწვრთნელი, ვაჟა კვარაცხელია ანთალიურ შეკრებაზე დიდ დროს დაუთმოს ფიზმომზადებას, რათა იანვრის ბოლოს დაგეგმილ ტურნირებს (ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი) ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდეს.

როგორც "სოხუმის" პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორაიმ გვითხრა, გუნდი თურქეთში სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. 8 იანვარს "კეპერბელსფორს" დაუპირისპირდება, 10 იანავრს - "მურატფაშა ბელეოიესფორს", ხოლო 12-ში - "ბუიუკ შეჰირს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული