29 დეკემბერს თსუ "ქუთაისთან" დამარცხდა, მეტოქეს ფარქვეშ სათანადოდ ვერ დაუდგა, რადგან ხელის ტრავმის გამო რიჩარდ მათიაშვილი აკლდა, ხოლო წელმტკივანი ილია ლონდარიძე ბოლომდე ვერ დაიტვირთა.
თსუ-მ "ქუთაისს" ვერც პერიმეტრიდან ტყორცნებში აჯობა. მოკლედ, გუნდს სჭირდებოდა უნივერსალი კალათბურთელი, რომელასც ფარქვეშაც შეუძლია თამაში და სამქულიანების ტყორცნაც კარგად ეხერხება. ასეთებს თსუ-ში სხვადასხვა დროს უთამაშიათ: გიგი ბარბაქაძეს, დათო ბარბაქაძეს,
მიშა გასულ სეზონში "არმიას" ღირსებას იცავდა, საშუალოდ 9 წუთს თამაშობდა. ცხადია, ასეთი დრო პროგრესზე მოფიქრალ კალათბურთელს არ დააკმაყოფილებდა. ეს კარგად იცოდა თსუ-ს მწვრთნელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა და მიხეილ ბერიშვილს სტუდენტთა რიგებში დაბრუნება შესთავაზა.
- პირველი წრის დასრულების შემდეგ სამი გუნდიდან დამიკავშირდნენ, თსუ-დან, "ქუთაისიდან" და "სამედიცინოდან". როცა ქუთათურებმა და "მედიკოსებმა" წინადადება შემომთავაზეს, თსუ-ს წარმომადგენლებთან უკვე მოლაპარაკებული ვიყავი და ამიტომაც უარი ვუთხარი, - აღნიშნა მიხეილ ბერიშვილმა.
- ახალ გუნდთან ვარჯიშს როდიდან შეუდგები?
- პირველ ვარჯიშს 4 იანვარს ჩავატარებ. იმედი მაქვს, თამაშიც საკმარისად მომიწევს და გუნდსაც წარმატების მიღწევაში დავეხმარები.
- თსუ-ში აქამდეც ირჯებოდი.
- უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ თსუ-ში მქონდა: 16 წლისა ვიყავი, როცა მამუკა ტურაშვილმა მიმიწვია. პირველი სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია. შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად დავით უსტიაშვილი დაინიშნა, თუმცა მას ნახევარფინალებში ვერ დავეხმარე, რადგან ტრავმირებული ვიყავი. თსუ-დან "ვითაში" გადავედი, შემდეგ "აგრარულში'' ვითამაშე, ხოლო გასული სეზონი ესპანურ "არიდანეში" გავატარე.
- ესპანეთიდან "არმიას" მიაშურე, თუმცა პირველი წრის მერე არმიელებიც დატოვე. რა იყო ამის მიზეზი?
- დრო. სათამაშო დრო. ნებისმიერ კალათბურთელს სურს მატჩში 10-ზე მეტი წუთი ითამაშოს. რაც შეეხება, თავად გუნდს, მასში შესანიშნავი ატმოსფეროა, შემადგენლობაც ძლიერია და ამიტომაცაა სატურნირო ცხრილის სათავეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.