სუპერლიგა. XIII ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურის მოვლენა
მე-13 ტურამდე ქართულ კალათბურთში ჩახედული ადამიანისთვის რომ გეკითხათ, "დინამო" აჯობებს თუ "შსს აკადემიაო", პასუხის გაცემა გაუჭირდებოდა.

ორივე გუნდს მეტ-ნაკლებად თანაბარი შემადგენლობა ჰყავს და არათუ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, სეზონის მიხედვითაც რთულია გამოცნობა, რომელი მოიგებს ჩემპიონატს. მით უმეტეს, კიდევ ორი ისეთი გუნდია, "დინამოსა" და შსს-ს ჩემპიონობაში თამამად რომ შეეცილება ("რუსთავი" და "ქუთაისი").

მოკლედ, პროგნოზი არ გამართლდა - "შსს აკადემიასა" და "დინამოს" დაპირისპირება თანაბარი ვერ გამოდგა, რაშიც ორივე გუნდს მიუძღვის თანაბარი წვლილი. აკადემიელებს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოუვიდათ, დინამოელებს - პირიქით.

ტურის მოთამაშე
მე-13 ტურის საუკეთესო კალათბურთელი აკაკი ლომოური იყო, რომელმაც თებერვალში "ოლ სტარის" სამქულიანების კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო შაბათს შორიდან ისე თავისუფლად სტყორცნიდა, თითქოს ისევ სამქულიანების კონკურსი ყოფილიყოს. აკაკიმ პირველ ტაიმში (როცა მატჩის ბედი გადაწყდა) 6-დან 5 სამიანი გამოიყენა, ხოლო საბოლოოდ 9-დან 7 შორეული ტყორცნა მოუგროვდა.

აი, მისი სრული სტატისტიკაც: 30 წუთი, 27 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

ტურის რიცხვი
"შსს აკადემიამ" ქულათა ნახევარზე მეტი სამქულიანებით მოაგროვა - 54. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა "დინამოსთან" 18 სამიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდული მაჩვენებელია. მანამდე საუკეთესო შედეგი ერთ მატჩში ჩაგდებული 17 სამქულიანი იყო.

XIII ტური
სოხუმი-ბათუმი 87:84
შსს აკადემია-დინამო 91:63
რუსთავი-ოლიმპი 82:69
ქუთაისი-მგზავრები 78:71

სტატისტიკური ლიდერები
რეკორდები
ქულა
39 - ბობ იანგი (ბათუმი)
ბათუმი-სოხუმი

მოხსნა
24 - მარკო დუიკოვიჩი (ოლიმპი)
დინამო-ოლიმპი

პასი
16 - ლაშა გამყრელიძე (დინამო)
დინამო-შსს აკადემია

ჩაჭრა
6 - რევაზ როგავა (შსს აკადემია)
შსს-მგზავრები

დაფარება
6 - აბდულაიე ნდოიე (ქუთაისი)
სოხუმი-ქუთაისი

საშუალოდ
ქულა
ად მოთამაშე გუნდი თ ქ.საშ
1. ბობ იანგი ბათუმი 7 31
2. გარიკ შერმანი დინამო 5 22.4
3. მირზა სარალია ქუთაისი 5 20.6
4. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 12 20.1
5. ბესიკ ლეჟავა დინამო 12 18.1
6. ირაკლი ჩლაიძე სოხუმი 11 18.1
7. მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 12 17.1
8. მიხეილ ჭოჭუა რუსთავი 12 16.6
9. გიორგი შარაბიძე შსს 11 15.3
10. ტერენს ოგლესბი რუსთავი 4 15.5
11. პელე პეილეი სოხუმი 5 15.2
12. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 12 15.1
13. მარკო დუიკოვიჩი ოლიმპი 5 15.0

მოხსნა
ად მოთამაშე გუნდი თ მ.საშ
1. მარკო დუიკოვიჩი ოლიმპი 5 16.8
2. ადრიკ მაკქინი მგზავრები 3 14.73
3. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 12 14.6
4. კრის ფელჩერი ბათუმი 12 13.7
5. გარიკ შერმანი დინამო 5 13.2
6. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 9 11.7
7. ილია ლონდარიძე დინამო 12 9.1
8. ლევან ფაცაცია შსს 3 8.7
9. გიორგი შარაბიძე შსს 11 8.5

პასი
ად მოთამაშე გუნდი თ პ.საშ
1. ლაშა გამყრელიძე დინამო 12 9.0
2. გიორგი ცინცაძე შსს 9 7.0
3. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 12 6.7
4. ბექა წივწივაძე შსს 11 5.9
5. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 5.8
6. ტერენს ოგლესბი რუსთავი 4 5.5
7. ლევან ფაცაცია შსს 3 5.0
8. ლევან ცეკვავა რუსთავი 12 4.8
9. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 9 4.0

ჩაჭრა
ად მოთამაშე გუნდი თ ჩ.საშ
1. რევაზ როგავა შსს 12 2.8
2. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 2.6
3. მარკო პოპოვიჩი დინამო 5 2.6
4. ნიკ კელოგი ბათუმი 12 2.6
5. ბექა ჩიკვილაძე შსს 12 2.2
6. მარკო დუიკოვიჩი ოლიმპი 5 2.0
7. ნიკა რამიშვილი ბათუმი 5 2.0
8. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 9 2.0

დაფარება
ად მოთამაშე გუნდი თ დ.საშ
1. აბდულაიე ნდოიე ქუთაისი 9 3.8
2. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 9 2.0
3. მარკო დუიკოვიჩი ოლიმპი 5 1.8
4. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 12 1.7
5. კრის ფელჩერი ბათუმი 12 1.5
6. ბექა ბექაური სოხუმი 12 1.3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული