დინამო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე

AutoSharing Option
ეს 1962 წელს ჟენევაში მოხდა - ესპანელთა დამარცხებით დინამოელებმა ჩემპიონთა თასი აღმართეს. ქართველებმა სწორედ ის ტურნირი მოიგეს, დღეს ევროლიგა რომ ჰქვია და მასში წარმატება ბევრ ევროგრანდს ოცნებად ქცევია.

საკალათბურთო "დინამო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელსაც უმაღლესი რანგის ევროტურნირზე გაუმარჯვია. "დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომლის კალათბურთელებიც წლევნდელ სუპერლიგაში უხელფასოდ თამაშობენ! აი, ასეთი კონტრასტია ძველსა და ახალ "დინამოს" შორის. დასანანია? ცოდოა? არა ბატონო, სირცხვილია!

სირცხვილია, ყველაზე წარმატებული საკლუბო გუნდის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა. მას მერე, რაც საფეხბურთო "დინამო" ბიზნესმენმა
რომან ფიფიამ ჩაიბარა, გაჩნდა იმედი, რომ საკალათბურთო გუნდსაც ეშველებოდა. ბატონმა რომანმა დეკემბერში თქვა, საკალათბურთო "დინამოსთან" დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობაო. სწორედ მაშინ გაჩნდა იმედი, რომ სიტყვა "დინამო", ისევე როგორც "ბარსელონა", საკალათბურთო და საფეხბურთო მცნებებს გააერთიანებდა და საქართველოში ისეთივე წარმატებულ ბრენდად იქცეოდა, როგორც ესპანეთში "ბარსაა". ევროპაში ხომ ერთი მფლობელის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის კლუბების მფარველობა კარგად აპრობირებული პრაქტიკაა.

მაგრამ, წარმატებებს ვინ ჩივის, საკალათბურთო "დინამოს" საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელია.

გვრჩება მხოლოდ წარსულის დიდება და მომავლის იმედი.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული