მსაჯთა კომიტეტის სხდომამ სანქციები გამოიტანა

AutoSharing Option
ფიბა-ს კატეგორიის არბიტრი, ზაზა მაჩალაძე, რომელმაც თასის გათამაშებისას "არმია"-თსუ-ს ნახევარფინალურ მატჩზე გარკვეული შეცდომები დაუშვა, მსაჯთა კომიტეტმა ფინალიდან მოხსნა. გუშინ კი ამავე კომიტეტმა მის მიმართ სანქცია გამოიტანა. სხდომის მსვლელობისას დეტალურად განხილეს კომისრის, თენგიზ ქიქოძის მოსხენებითი ბარათი და თამაშის ვიდეოჩანაწერი. მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ გულწრფელად აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომები.

სხდომამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მაჩალაძის დასჯის შესახებ და მას აეკრძალა მსაჯობა სუპერლიგის ორი ტურის კალენდარულ შეხვედრებში.

ამავე თამაშში ("არმია"-თსუ), კომისრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო შალვა კოხრეიძემ. ხოლო 26 იანვარს ,,დინამო"-"აგრარულის" მატჩში, ასევე
სიტყვიერი შეურაცხოფისთვის, 2 თამაშით დისკვალიფიცირებულია ლაშა ეძგვერაძე.

1 თებერვალს, 20-წლამდელთა ჩემპიონატში, კალენდარული მატჩის დროს ,,მაკაბისა" და ,,რუსთავს" შორის მომხდარი ინციდენტის გამო, მოთამაშე ჯაბა არაბული მეტოქის ფიზიკური შეურაცხოფისთვის სამი თამაშითაა დისკვალიფიცირებული.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული