საქართველოს ნაკრების მეტოქეები - რუსეთმა ლიტვას აჯობა

AutoSharing Option
თურქეთში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩები გაიმართა. გერმანიამ სერბეთს 59:58 მოუგო, თუმც ჩვენ მეორე მატჩი უფრო გვაინტერესებს, რომელშიც მასპინძელ თურქეთს ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე უკრაინა დაუპირისპირდა.

უკრაინელებმა ჩინებულად ითამაშეს და ვარსკვლავებით სავსე თურქეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. თურქების შემადგენლობაში თამაშობდნენ NBA-ს ვარსკვლავი ჰიდაიეთ თურქოღლუ, "მილუოკი ბაქსის" ერთ-ერთი ლიდერი ერსან ელიასოვა, გასულ დრაფტზე მეორე ნომრად არჩეული ენეს კანტერი და სხვა ცნობილი მოთამაშეები: ომერ ონანი, ქერემ თუნჩერი, ენდერ არსლანი...

სწორედ ასეთ თურქეთთან არ წააგეს უკრაინელებმა ძირითად დროში. შეხვედრა ფრედ დასრულდა. ოვერტაიმში მასპინძლებმა
საბოლოოდ გატეხეს უკრაინელები და 69:65 გაიმარჯვეს. უკრაინის ნაკრებში ქულები ასე განაწილდა: ბურტი (15), პუსტოზვონოვი (6), პეჩეროვი (20), კრავცოვი (8), ლუკაშოვი (7), კოზლოვი (2), ფესენკო (7). ითამაშეს და უქულოდ დარჩნენ: ზაბირჩენკო, კოლჩენკო, სალტოვეცი, ლიშჩუკი, აგაფონოვი.

***
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მყოფმა რუსეთმაც ამხანაგურად ითამაშა. ანდრეი კირილენკოსა და ტიმოფეი მოზგოვის დახმარებით რუსებმა მოსკოვში ავტობუსით ჩასული ლიტველები დამაჯერებლად - 91:76 დაამარცხეს.

რუსეთი: კირილენკო (17ქ, 7მ), მოზგოვი (18ქ, 6მ), ფრიდზონი (14ქ), პონკრაშოვი (12ქ), მონია (8ქ), ანტონოვი (8ქ), ბიკოვი (6ქ), ხვოსტოვი (3ქ), ვორონოვი (3ქ), შაბალკინი (2ქ), შვედი, ვორონცევიჩი, ჟუკანენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული