ალმერე, ჰოლანდია
საქართველო-ისრაელი 72:77
17:18, 18:19, 15:26, 22:14
საქართველო: გამყრელიძე (22წთ), მარკოიშვილი (27წთ, 10ქ), სანიკიძე (24წთ, 7ქ, 2დ), ვ. ბოისა (17წთ, 2ქ), ფაჩულია (25წთ, 13ქ, 6მ);
ცინცაძე (13წთ, 12ქ), შერმადინი (15წთ, 8ქ, 11მ), შენგელია (17წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (18წთ, 3ქ), ჰაინსი (13წთ, 7ქ), ა. ბოისა (7წთ), ფაცაცია (5წთ)
ისრაელი: ბლუ (13ქ), კადირი (13ქ), პნინი (9ქ), ჰალპერინი (9ქ), ბურშტეინი (8ქ), ელიაჰუ (8ქ).
2010 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი ჯგუფიდან ისრაელი და ჩერნოგორია გავიდნენ. მათ უკან მოიტოვეს იტალია, რაც იმას ნიშნავს,
თუმცა ქართველებსაც თავი მოგვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად მოვხვდითო. სწორედ ამის დასამტკიცებლად იყო საჭირო ისრაელთან თუნდაც ამხანაგურ მატჩში ღირსეულად წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში არადამაჯერებელი თამაშის გამო ქართველები მეტოქეს 13 ქულით ჩამორჩნენ, მეოთხე რაუნდში ძალების მობილიზება შეძლეს და ისრაელი 22:14 დაამარცხეს. თუმცა ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - ისრაელმა სწორედ ისეთი ანგარიშით გვაჯობა, როგორითაც წინა დღეს საქართველომ ჰოლანდიას მოუგო - 77:72.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გიორგი ცინცაძე განაცხადში შეიყვანა და ეს უკანასკნელი მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცინცაძემ 13 წუთში 12 ქულა მოაგროვა და ქულათა მაჩვენებლით მხოლოდ ზაზა ფაჩულიას (13 ქულა) ჩამორჩა.
ჰოლანდიასთან მოგების ერთ-ერთმა შემოქმედმა მანუჩარ მარკოიშვილმა ამჯერად 10 ქულას მოუყარა თავი. სწორედ მანუჩარი იმყოფებოდა ქართველთაგან ყველაზე დიდ ხანს მოედანზე - 27 წუთით. გიორგი შერმადინს მხოლოდ 15 წუთი ეყო 11 მოხსნის მოსაგროვებლად, ქულებიც საკმაოდ ჰქონდა - 8. თორნიკე შენგელიამ ისევ უწია ათქულიან თამასას: 17 წუთში ზუსტად 10 ქულა მოაგროვა. მარკიზ ჰაინსმა მხოლოდ 13 წუთი დაჰყო მოედანზე და 7 ქულა მიითვალა.
ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ისრაელთან მესამე მატჩიც წააგო, თუმცა რევანშის საშუალება წლეულსვე მიეცემა - 16 აგვისტოს ებრაელები თბილისში გვეწვევიან და სპორტის სასახლეში 18 საათზე დაგვიპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნაკრების ქება დიდებას არავინ გთხოვთ მარა ასეთ იდიოტობებსაც ნუ დაწერთ.
B დივიზიონიდან ეხლა გადმოვედით და პირდაპირ გაჩემპიონებას ნუ მოინდომებთ ი.მ.
მე მჯერა ამ ბიჭებით საქართველოს წარმატების