საქართველომ ისრაელის ნაკრები დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში, სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე 97:91 დაამარცხა.

ქართველმა კალთბურთელებმა პირველი მეოთხედი 24-25 დათმეს, მაგრამ მეორე მეოთხედში იძალეს და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით, 21-18 გავიდნენ. კოკოშკოვის გაწვრთნილებმა უპირატესობა მესამე (24-23) და მეოთხე მეოთხედშიც (28-25) არ გაუშვეს ხელიდან და საბოლოოდ 6-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ალმერეში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან 77:72 დაამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი მსაჯობა არამარტო მეტოქის უპატივცემულობა, არამედ საკუთარი ნაკრებისათვის დათვური სამსახურის გაწევაა, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ბიჭების ბრალი და ამით მათი თამაშის დაკნინება სრულებითაც არ მსურს.
Geo-fan
10:25 17-08-2011
0
მეორე ტაიმში იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად ისრაელი 4 ქულის სხვაობით დაამარცხა 54:48 - თუ თამაშისთვის არ გიყურებიათ, არითმეტიკა მაინც არ გისწავლიათ სკოლაში?
alex_611961
08:15 17-08-2011
0

სიახლეები პოპულარული