თუ წინა წლებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას სპონსორების მოძიება ძალიან უჭირდა, ამჯერად თავად კომპანიები იჩენენ გადამეტებულ ინტერესს.
გუშინ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გააფორმა "ჰიუნდაი ჯორჯიამ". შეგახსენებთ, რომ ეს ფირმა საქართველოს ნაკრებს გვერდში აქამდეც ედგა, 2009 წელს ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესოებს აჯილდოვებდა.
კომპანიის ხელმძღვანელმა დავით გიორგობიანმა კონტრაქტის გაფორმებამდე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე ილაპარაკა. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ლიპარტელიანმა კი აღნიშნა:
- საქართველოს ნაკრებისთვის ასეთი კომპანიის მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"