ბაგაცკისმა გამომგზავრებამდე ლატვიელ ჟურნალისტებს უთხრა - საქართველო ფავორიტიაო. მატჩის წინა დღეს კი დააკონკრეტა:
- ქართველთა ნაკრებში მაღალი ღირებულების კალათბურთელები თამაშობენ: გყავთ NBA-ს ორი წარმომადგენელი, ევროლიგის დონის რამდენიმე მოთამაშე, მაღალი დონის უცხოელი.
წილისყრის შემდეგაც აღვნიშნე, რომ თქვენი ქვეყნის ნაკრები გამოცდილებით ყველას აღემატება. ეს ბოსნიაშიც დაამტკიცა - როგორც იტყვიან, კალათბურთელები ერთმანეთს კარგად გრძნობდნენ. სწორედ ამის ხარჯზე რამდენიმე ეპიზოდში ბოსნიელებს "ბავშვური
- თუმცა ბოსნიაც გამოცდილი გუნდია...
- მათ ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ, ტელეტოვიჩი და დედოვიჩი, რომლებსაც ევროლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ბოსნია ველურ კალათბურთს თამაშობს. საქართველო კი, ასე ვთქვათ, ველურ-ორგანიზებულს, გიორგი ცინცაძის წყალობით. ამ გუნდებთან გამარჯვება ამიტომაცაა რთული.
- ბოსნიაში ლატვიის ნაკრებს მოგების კარგი შანსი ჰქონდა...
- ჩემმა კალათბურთელებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ ახალგაზრდები არიან და ჯერ არ იციან, როგორ უნდა დიდი თამაშების მოგება.
მეტოქემ 15 შეცდომა დაგვაშვებინა, ჩვენს ფარზე ბურთი 17-ჯერ მოხსნა, რაც მასპინძლებს დამატებითი შეტევების განვითარების საშუალებას აძლევდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ბოლომდე ვინარჩუნებდით წარმატების შანსს.
მთავარია არა ის, რამდენს დარბიხარ, არამედ როგორ დარბიხარ. შესაძლოა, იდგე და თამაში ჭკუით მოიგო.
- ლატვიის ნაკრებს რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი აკლია: ბლუმსი, შჩელე, ბიედრინსი...
- ბლუმსმა ასაკის გამო უარი თქვა ნაკრებში გამოსვლაზე, შჩელემ ჩვენთან ერთად დაიწყო, თუმცა მენინგიტი დაემართა და ვარჯიში ვეღარ განაგრძო.
არადა, მათი დარი გამოცდილი კალათბურთელი გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა. მათ ხომ იციან, როგორ უნდა თამაში.
რაც შეეხება ბიედრინსს, მის შესახებ კომენტარისგან თავს შევიკავებ.
- საქართველოში ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდით. როგორ გახსენდებათ აქაურობა?
- მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ მომიწია ჩამოსვლა. ვფიქრობ, შარშან კარგად ვიმუშავეთ, "სოხუმის" სელექცია სათანადოდ წარვმართეთ. შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა, ევროჩელენჯზე ძალიან შორს წავიდოდით და საქართველოს ჩემპიონატში "არმიასაც" დიდ წინააღმდეგობას გავუწევდით.
- სოხუმის შემდეგ უკრაინაში გადახვედით...
- "კრივბასს" ვწვრთნიდი, რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოდა. სეზონის დასრულებისთანავე ოთხი საინტერესო წინადადება მივიღე (სამი უკრაინიდან). საბოლოოდ "ბუდიველნიკში" მუშაობა გადავწყვიტე. ჩემპიონატშიც მაღალ მიზნებს ვისახავთ, ევროთასზე კი ჯგუფური ეტაპიდან ვიწყებთ.
ლატვიის ნაკრები
მოთამაშე დ.თ. სმ. თ. ქ. თ-ე ქ-ე გუნდი
იანის შტრელნიეკსი 01/09/1989 190 37 307 15 135 პეტერბურგი (რუსეთი)
ედგარს ჟერომანოვსი 18/04/1986 188 40 165 11 31 ნორჩოპინგი (შვედეთი)
კასპარს ვეცვაგარსი 03/08/1993 193 10 37 1 0 ბალტაი (ლიტვა)
დაირის ბერტანსი 09/09/1989 193 37 242 15 102 ვეფ რიგა
რიჩარდს კუკსიკსი 17/07/1988 202 35 382 15 220 ვალენსია (ესპანეთი)
დავის ბერტანსი 12/11/1992 207 21 133 7 57 პარტიზანი (სერბეთი)
მარეკს მეიერისი 02/09/1991 207 19 78 6 4 კლავიხო (ესპანეთი)
არტურს ბერზინსი 12/06/1988 204 21 73 6 16 ვენტსპილსი
როლანდს ფრეიმანისი 06/08/1988 208 44 270 14 96 ხირონა (ესპანეთი)
ანდრის სელაკოვსი 08/11/1988 208 23 105 11 61 ვეფ რიგა
კასპარს ბერზინსი 25/08/1985 213 64 544 16 147 ვეფ რიგა
მარტინს მეიერსი 20/01/1991 208 22 167 7 46 ვენტსპილსი
დ.თ. - დაბადების თარიღი, სმ - სანტიმეტრი, თ - თამაში, ქ - ქულა, თ-ე - თამაში ევრობასკეტზე, ქ-ე ქულა ევრობასკეტზე.
მთავარია ჭკუით თამაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო VS ლატვია - რაც უფრო სავსე იქნება "სპორტის სასახლე"...