პულენმა, რომელმაც გასული სეზონი იერუსალიმის "ჰაპოელსა" და ბოლონიურ "ოკნოპლასტში" გაატარა, ესპანურ გრანდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იტალიურ გუნდში პულენი საშუალოდ 22.4 ქულას, 1.8 მოხსნას, 1.9 პასს და 1.6 ჩაჭრას აგროვებდა.
ისრაელის ჩემპიონატში მისი საშუალო მონაგარი 12.6 ქულა, 1.5 მოხსნა, 4.0 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ.
ჯეიკობ პულენმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.
ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი შესარჩევი ტურნირის მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საშუალოდ 16.4 ქულას,
gbf.ge