შეგახსენებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში მუშაობის პარალელურად "იუტა ჯაზის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც მუშაობდა. კოკოშკოვი კვლავაც ინარჩუნებს ამ პოსტს NBA-ს კლუბში.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არის ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი.
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, სულ კი ზედიზედ სამ ევრობასკეტზე (2011, 2013 და 2015 წლებში) ითამაშა.