ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

დავით უსტიაშვილმა საქართველოს B ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
დღეს ცნობილი გახდა საქართველოს B ნაკრების შემადგენლობა. აღნიშნული გუნდი შეიქმნა საიმისოდ, რომ გარკვეული გამოცდილების მიღებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შემთხვევაში მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი ჰქონდეთ.

საქართველოს B ნაკრები 15 ივნისს შეიკრიბება და 30 ივნისამდე მოსამზადებელ შეკრებას თბილისში გაივლის.

საქართველოს B ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მოუწევს მონაწილეობის მიღება. 1-16 ივლისს ჩვენი ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში გასამართ 3 საერთაშორისო ტურნირში.

საქართველოს B ნაკრებს დავით უსტიაშვილი გაწვრთნის, ხოლო ასისტენტი ირაკლი ხოშტარია იქნება. გთავაზობთ B ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას.

Sportall.Ge