კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განაგრძობს თხრობას ქართული კალათბურთის გზის შესახებ - საიდან დაიწყო ქართული კალათბურთი, რა გზა გაირა დღემდე და როგორ მივიდა 2021 წლის ევრობასკეტამდე.
ვაგრძელებთ 90-იანი წლების საქართველოს ნაკრების ამბებს - რა იყო საქართველოს ნაკრების თილისმა 1998 წელს?
საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში მეორე შესარჩევ ეტაპზე 1997 წელს ჩაერთო. დაიწყო თაობათა ცვლის პროცესიც. წარმოგიდგენთ გარდამავალი ეტაპის ნაკრების ოთხ მოთამაშეს - კახა შენგელიას, ლევან ქარაბაკს, დავით უსტიაშვილსა და ირაკლი ჯაფარიძეს. ეს ის კალათბურთელები არიან, პოტენციის მიხედვით იმაზე დიდი კალათბურთი რომ უნდა ეთამაშათ,
ვიდრე ითამაშეს.

"კახა შენგელია თავის დროზე არაორდინალური ცენტრი იყო. 206 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი, ძალიან ნიჭიერი შემტევი გახლდათ, ფარქვეშ მოძრაობის მდიდარი არსენალი ჰქონდა", - ასე იხსენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის კახა შენგელიას თამაშს ცსკა-ს მწვრთნელი ანტონ იუდინი.
იგი ჩვენიანს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებიდანაც იცნობდა და რუსეთის ჩემპიონატიდანაც. კახა ხომ სანკტ პეტერბურგის "სპარტაკშიც" თამაშობდა და მოსკოვის "დინამოშიც".
იგი ანდრეი კირილენკოს თანაგუნდელი იყო…
საინტერესოა, რომ ანდრეიმ ორივე შენგელიასთან მოასწრო თამაში - კახასთან კარიერის სტარტზე პეტერბურგის "სპარტაკში" და თორნიკესთან ფინიშზე, "ბრუკლინში".