არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ნარკოტიკზე დააკავეს

AutoSharing Option
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, სავარაუდოდ, წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

”აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ
დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, - აცხადებენ შსს-ში.

ბექა წივწივაძე ჩინეთში საქართველოს ეროვნულ B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. გუნდი საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა. ამის შემდეგ კალათბურთელი საქართველოს მთავარ ნაკრებს სლოვენიაში შეკრებაზე უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, როგორც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პრესატაშე ირაკლი პერტაიამ გვაცნობა, ბექა წივწივაძე სლოვენიაში არ ჩასულა, რის მიზეზადაც კალათბურთელმა ნაკრების ხელმძღვანელობას ტრავმა დაუსახელა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ... საქმე,პლანი მოწია კაცმა და 0,4 გრ..ერთი მოწევა წამოიღო...ან რას გაატელევიზორეს,ნახევარი ნბა პლანს ეწევა..პლანს ვინც ეწევა ყველა ტელევიზიაში რო აჩვენონ ინდურ სერიალებს როდისღა აჩვენებენ
dj
23 ივლისი 2016 09:58
0
რა ახალგაზრდამაგის ტოლები ნბიას ამტავრებენ უკვე
შოთა გუგეშაშვილი
21 ივლისი 2016 17:59
0
რა პრობლემაა; გირაოთი გაანთავისუფლებენ
nini
21 ივლისი 2016 17:58
0
რამხელა პერსპეკტივა ეგეს ზაზა არ მკავდეს სასწრაფოდ დაიტხოვეტ ნაკრებიდან
შოთა გუგეშაშვილი
21 ივლისი 2016 17:56
0
განუზომლად დამწყდა გული. ახალგაზდაკაცს წინ ამხელა პერსპექტივა და ...................... ღმერთმა ქნას ჟურნალისტური ჭორი იყოს.
gizog
21 ივლისი 2016 17:36
0
Oqros axalgazrdoba romelits uazrod ijangeba.
Mika
21 ივლისი 2016 17:10
0
ყოჩაღ საამაყო კალათბურთელი ხარ
ტატა
21 ივლისი 2016 16:48
0
ზუროსმა მიაქწიოს ყურადგება კიდევ ბევრი არის ეგეტიკოკოშკოვის დისწიპლინას ნუ დაანგრევტ
შოთა გუგეშაშვილი
21 ივლისი 2016 16:44
0
რატო იკლავ თავს? რატო ირცხვენ თავს? ღმერთამ ყველაფერი კარგი მოგცა????////
??????????????????
21 ივლისი 2016 16:26
0
სირცხვილი
---
21 ივლისი 2016 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული