არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ნარკოტიკზე დააკავეს

AutoSharing Option
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, სავარაუდოდ, წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

”აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ
დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, - აცხადებენ შსს-ში.

ბექა წივწივაძე ჩინეთში საქართველოს ეროვნულ B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. გუნდი საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა. ამის შემდეგ კალათბურთელი საქართველოს მთავარ ნაკრებს სლოვენიაში შეკრებაზე უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, როგორც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პრესატაშე ირაკლი პერტაიამ გვაცნობა, ბექა წივწივაძე სლოვენიაში არ ჩასულა, რის მიზეზადაც კალათბურთელმა ნაკრების ხელმძღვანელობას ტრავმა დაუსახელა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ... საქმე,პლანი მოწია კაცმა და 0,4 გრ..ერთი მოწევა წამოიღო...ან რას გაატელევიზორეს,ნახევარი ნბა პლანს ეწევა..პლანს ვინც ეწევა ყველა ტელევიზიაში რო აჩვენონ ინდურ სერიალებს როდისღა აჩვენებენ
0
რა ახალგაზრდამაგის ტოლები ნბიას ამტავრებენ უკვე
შოთა გუგეშაშვილი
17:59 21-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული