თორნიკე შენგელია: ნაკრების მიზანი ყოველი შეხვედრის უკეთესად ჩატარებაა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ გუშინ, 5 აგვისტოს, ბელორუსის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების პრესსამსახურს კომენტარი მისცა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, მოსკოვში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის პირველ მატჩში ბელორუსის ნაკრებს 12 ქულიანი სხვაობით სძლია.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელორუსს 12 ქულის სხვაობით სძლია

"თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წუთიან ჩავარდნას, მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. ის რამდენიმე წუთიც აუცილებლად გამოსასწორებელია შემდგომი თამაშებისთვის.

ჩვენი მიზანი ყოველი შეხვედრის უკეთესად ჩატარებაა. ჩემი აზრით, პორტუგალიასთან მატჩს თუ შევადარებთ, დღეს
ნამდვილად უკეთესნი ვიყავით", - განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრების შემდგომი მეტოქე უკვე დღეს, 6 აგვისტოს, რუსეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ კარგი კალათბურთელი ხარ. მაგრამ ..... ვინ ყოფილა. რაებს კადრულობს. ურჩიე, გაჩერდეს. წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეტა ტანამშრომლებიც კი გაკვირვებული არიან ....
გიო
16:06 06-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული