საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელორუსს 12 ქულის სხვაობით სძლია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, დღეს, 5 აგვისტოს მოსკოვში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირის პირველი მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდის პირველი მეტოქე ბოლორუსის ეროვნული ნაკრები იყო, რომლის დამარცხებაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 86:74 შეძლო. აღსანიშნავია, რომ ყველაზე შედეგიანი ჩვენს გუნდში ახალწვეული მაიკ დიკსონი იყო, რომელსაც ჯამში 24 ქულა დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების შემდგომი მეტოქე უკვე ხვალ, 6 აგვსიტოს, რუსეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირდაპირი ტრანსლაცია http://www.russiabasket.ru/game/?id=114819&compId=13099&tab=0&db=org
გიორგი
12:57 06-08-2016
0
აუ ჯიგრები ხართ ჯიგრები. კალათბურთი და რაგბი როგორ შემაყვარეთ ასეჯი ჯიგრიანი თამაშით. გლახუნას ვეთანხმები ძირითად გუნდს (პლუს სანაძე და ბურჯანაძე) და სათადარიგოებს შორის კლასში განსხვავება იგრძნობა და ეს მისახედია, მაგრამ ჩემი აზრით მოდის კიდევ კარგი თაობა (ახალგაზრდულ ჩემპიონატებს თუ გადავავლებთ თვალს) და იმედია ისინი ჩაანაცვლებენ ოქროს თაობას. ასეთი ოქროს თაობა დიდი ხანია კალათბურთს არ ყოლია და იმედია მათზე ძლიერები და გამოცდილები მოვლენ აწი.
გივია
11:32 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული