ჰოლანდიისა და უკრაინის შემდეგ, ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველოს ნაკრები ოვერტაიმში ანგარიშით 97:100 დამარცხდა. 26 ქულით მასპინძელთა გუნდში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო.
ამრიგად, თბილისის "მერიის თასის" გამარჯვებული 2016 წელს რუსეთის ნაკრები გახდა.
31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.