ეს იყო ამხანაგური შეჯიბრების ნახევარფინალი, რომლის წაგების შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინალში ვერ გავიდა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის განაგრძობს.
მეორე ნახევარფინალში მასპინძელი პოლონელები ბელგიასთან 13 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყვეს ბელგიელ "ლომებთან" და 55:58 დათმეს. შესაბამისად, ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბელგია და შვედეთი წარდგებიან, ხოლო
სწორედ ჩვენი და პოლონელების ბრძოლას ელოდა გულშემატკივარი ფინალში... შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
* * *
დავუბრუნდეთ 24 აგვისტოს გამართულ მატჩს. საქართველოს მეტოქე შვედეთს NBA-ში ნათამაშები არც ჯეფრი ტეილორი ჰყავდა და არც იონას იერებკო. თუკი დანაკლისზე მიდგება საქმე, საქართველოს ნაკრებს არანაკლები დანაკლისი ჰქონდა. მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გუნდს ვერ დაეხმარებოდა თორნიკე შენგელია, ხოლო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მაიკლ დიქსონმა ფეხის ტრავმა მიიღო და დარჩენილ დროში ქართველებს ვერ დაეხმარა.დანაკლისის გამო მეტი სათამაშო დრო მიეცათ სათადარიგოებს. დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს საკმარისი სათამაშო დრო ერგოთ. ოფიციალური მატჩების წინ მათთვის ნამდვილად სასარგებლო იყო შვედეთის დარ გუნდთან გამოცდილების მიღება. მათ მწვრთნელს უჩვენეს, რაც შეუძლიათ.
საერთო ჯამში, ქართველებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს. აქედან 5 სამიანი სანაძისა და ბურჯანაძის ანგარიშზეა. ჩვენმა ნაკრებმა კი ვერ მოახერხა პერიმეტრის გადაკეტვა და 11 სამქულიანი მიიღო. სწორედ შორი სროლები გახდა მიზეზი წაგებისა, რადგან ფარქვეშ ქართველებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით ნაკლები მოხსნა მიითვალეს.
მესამე პერიოდში ქართველების ჩამორჩენა 14 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მობილიზებისა და შეუპოვარი თამაშის წყალობით მეოთხედის დასრულებამდე სხვაობა 4 ქულამდე შევამცირეთ (52:56), მაგრამ ქართველების შედეგიანმა თამაშმა დიდხანს ვერ გასტანა. შვედებმა ბურთის სწრაფი გათამაშებითა და ზუსტი სროლებით მოახერხეს შეხვედრის გამარჯვებამდე ისე მიყვანა, რომ ვითარება ბოლო წუთებზე არ დაძაბულა - 73:60.
შვედებს 18 ქულით ტობიას ბორგმა ულიდერა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუდვიგ ჰაკანსონმა (4 სამქულიანი), ხოლო კრისტოფერ ჩერაპოვიჩის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ფაჩულია, 13 ქულა და 7 პასი მიითვალა გიორგი ცინცაძემ, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
პოლონეთის ტურნირი
24 აგვისტო, პოლონეთი
შვედეთი-საქართველო 73:60
22:18, 16:15, 18:19, 17:8
შვედეთი: პერსონი, ბორგი (18ქ), კიელბომი (2ქ), პიტა (1ქ), გადეფორსი (2ქ), მასამბა (7ქ), პალმბადი, ჰაკანსონი (13ქ, 8პ), ჩერაპოვიჩი (11ქ, 9მ), ლინდკვისტი (10ქ), სპაირესი (2ქ), ენგსტრომი (7ქ).
საქართველო: ლეჟავა, დიქსონი (2ქ), ზაქრაძე, ბოისა, ფაჩულია (15ქ, 4მ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ, 3მ), სანაძე (10ქ, 7მ), სანიკიძე (7ქ, 3მ), ბურჯანაძე (9ქ, 8მ), ბექაური.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჰო, ეგ მშობლების დამოკიდებულება ნამდვილი პრობლემაა. საქართველოში ხომ შვილი 50 წლამდე "ბავშვია". დედიკომ უნდა მოუაროს, თანაც ზედმეტი ვარჯიში არ შეიძლება, "ბავშვი" არ გადაიღალოს:)
ცალკე თემაა, მიმაჩნია, უმთავრესი- გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს საერთოდ არ ყავს, მიუხედავად იმისა, რომ დასწრება მატჩებზე უფასოა. ეს ამცირებს სპორტსმენის მოტივს და თვლის, რომ კარგად ითამაშებს, თუ ცუდად, მაინც არავინ ხედავს. ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ თამაშებზე 3-4 ათასი ადამიანის მისვლა არაფერია. გასული საუკუნის წარმატებები სპორტის გუნდურ სახეობებში(ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, წყალბურთი) ვისაც ახსოვს, ან გაუგია, ლომის წილი სწორედ გულშემატკივარს და მხარდაჭერაზე მოდიოდა. სპორტსმენები მათ გამო ბოლომდე იხარჯებოდნენ. ახლა, ცარიელ დარბაზებსა და სტადიონებზე არარ ცდილობენ თავის გამოჩენას და ტალანტიც(თუ ასეთი აქვთ) ნელე-ნელა ფერმკრთალდება.
ალბათ, ოდნავ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ეს სიმართლეა. გულშემატკივარი, ისიც მცირედი, მხოლოდ ბოლო სტადიაზე, ეროვნული ნაკრების სედეგს ითხოვს, მათი ჩართულობა და გვერდზე დგომა კი, ნულის ტოლფასია.