ილიას ზუროსი: ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მონტენეგროს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე მატჩი შინ მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 74:76 დამარცხდა.

"როგორც ყოველთვის, დღესაც, უპირველესად მსურს გულშემატკივრისადმი მადლობის გადახდით დავიწყო. მადლობა, ვინც მოვიდა, გვიგულშემატკივრა და ასეთი ატმოსფერო შექმნა.

ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ჩემი გუნდის მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების
გამო დავთმეთ.

ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი! მჯერა, მომავალშიც ასეთი მონდომებით გააგრძელებენ ბიჭები თამაშს. მჯერა, რომ დასახულ მიზანს, რაც ევრობასკეტზე მოხვედრაა, მაინც მივაღწევთ.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უკეთესი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქედ ერთ-ერთი ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა, რომელმაც შორეული სამქულიანებიც ჩაგვიგდო. ჩვენ კი შეტევაში დავუშვით არაერთი შეცდომა, რამაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედა - სულ რაღაც 2 ქულით დავმარცხდით", - განაცხადა ზუროსმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნუთუარ შეიძლება გაპროტესტება მსაჯის ქმედების მართალია შედეგი არ შეიცვლება მაგრამ თუ მსაჯი საკადრისს მიიღებს სხვები გაფრთხილდებიან
mmm
08 სექტემბერი 2016 10:31
0
რით ვერ ვერ დაადგა საშველი ნორმალური ნატურალიზებულის ჩამოყვანას, თუნდაც გუშინ იმათ რო ყავდათ ან მაკედონიას მაკალები გაიხსენეთ, ისეთის რომელიც გაჭირვების ჟამს არ გვიხსნის როგორც ფაჩულია!
ramzess
08 სექტემბერი 2016 10:16
0
არავის ბრალი არა არ გვყავს სრულფასოვანი შემცვლელი მოთამაშეები ძირითადი გუნდის ფაჩულია შენგელიას რო გაიყვანდი გუნდი უკვე უსახურად თამაშობდა. თან არც მონტენეგრო თამაშობდა ზუსტად ბევრ შეცდომებს უშვებდა
zura
08 სექტემბერი 2016 09:53
0
markoishvili aklda bichebs
nukri berishvili
08 სექტემბერი 2016 09:28
0
ჯგუფიდან რამდენი გუნდი გადის და რა პრინციპით, იქნებ დაწეროთ
zviadi
08 სექტემბერი 2016 09:27
0
ცინცაძეზე მინდა ვთქვა: ამ ბიჭის ბევრი კარგი თამაში მახსოვს და ამიტომ უმადური ვერ ვიქნები. ერთი მატჩი შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ის რომ სისწრაფეში აშკარად მოკლებული აქვს... ფაქტია!!! ეს არის მისი პრობლემა დღეს.. კონდიციაში არ არის...ფაქტია რომ იმდენს აღარ ვარჯიშობს ალბათ. ესე ძირითად ხუთეულში ადგილს დაკარგავს.
ზაზა
08 სექტემბერი 2016 09:13
0
ზაზა ოქროა ჩვენი გუნდისთვის და რაღაცნაირად უნდა გაითავისოს რომ ის 40 წუთი სჭირდება გუნდს და არა 38. ის ჯარიმები რომ არ აეღო შეტევაში, ბოლო მომენტებში მოედანზე სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ფარზე ბურთი ვერ ავიღეთ და დავისაჯეთ. ძალიან კარგი კალათბურთი ვნახეთ. მადლობა ბიჭებს
GEO
08 სექტემბერი 2016 09:10
0
იქ უნდა ვიომოთ ამაზე მაგრად თორე ვინ იცის უბერეთ ქართველებო
ტარიელი
08 სექტემბერი 2016 09:10
0
ბიჭებმა იბრძოლეს, თავი დადეს და მართლაც მაღალი დონის კალათბურთი გვიჩვენეს მადლობა მათ და რათქმაუნდა მწვრთნელსაც. იყო პატარ-პატარა შეცდომები მაგრამ ეს არაუშავს ყველაფერი წინაა.
მსგავსი დონის მსაჯობა საფრანგეთში, ესპანეთში ან სერბეთში რო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ საერთაშორისო სკანდალი მოყვებოდა ამ ყველაფერს და მსაჯს საკმაოდ სერიოზულ სანქციებს დაუწესებდნენ. ჩემი აზრით უბრალოდ დასასჯელია მსაჯი რადგან უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს მარცხში.
გივია
08 სექტემბერი 2016 08:51
0
დღევანდელი სპორტი დიდი,თავდადებული შრომაა რომელიც ქართველების უმრავლესობას არ გვიყვარს და ყველა პოლიტიკაში გარბის ლაპარაკით რომ ფული იშოვნოს.
ზარმაცას სიზმარი/საქართველო/
08 სექტემბერი 2016 08:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული