ილიას ზუროსი: ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მონტენეგროს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე მატჩი შინ მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 74:76 დამარცხდა.

"როგორც ყოველთვის, დღესაც, უპირველესად მსურს გულშემატკივრისადმი მადლობის გადახდით დავიწყო. მადლობა, ვინც მოვიდა, გვიგულშემატკივრა და ასეთი ატმოსფერო შექმნა.

ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ჩემი გუნდის მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების
გამო დავთმეთ.

ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი! მჯერა, მომავალშიც ასეთი მონდომებით გააგრძელებენ ბიჭები თამაშს. მჯერა, რომ დასახულ მიზანს, რაც ევრობასკეტზე მოხვედრაა, მაინც მივაღწევთ.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უკეთესი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქედ ერთ-ერთი ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა, რომელმაც შორეული სამქულიანებიც ჩაგვიგდო. ჩვენ კი შეტევაში დავუშვით არაერთი შეცდომა, რამაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედა - სულ რაღაც 2 ქულით დავმარცხდით", - განაცხადა ზუროსმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
არა დზმაო, მსაჯი ელამი არ იკო, ის მიზან მიმარტულად აკეტებდა კველაპერს. დიახ ეს ტამაჰი მსაჯმა ცაგვაგებინა. რაც ჰეეხება ცინცადზეს, ის ბავჰვი არაა და უნდა ხვდებოდეს ტუ რას აკეტებს,პასებჰი ჰესანიჰნავი იკო სროლებჰი კი ნული.
vaxo
08 სექტემბერი 2016 06:42
0
არმინდა რაღაც ცუდის თქმა ასეთი თავდადებული თამაშის შემდეგ მაგრამ მაინც ცინცაძეს ბევრი სიფრთხილე მოეთხოვება და ბურთის მეტი გაფრთხილება როგორცკი ცინცაძის თამაშში დაიწყო ძველმა და ნაცნობმა სენმა გაღვიძება ჩვენი 11 ქულიანი უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა არადა სულ 2 ქულით წავაგეთ და რომ არა ის არაფრით გამართლებული შეცდომები იმ 11 ქულიან ჰანდიკაპს ბოლომდე მივიტანდით იმედია ჯგუფიდან გასვლა პრობლემა არ გახდება
Mamuka
08 სექტემბერი 2016 00:52
0
ზუროსზე აუგის თქმა უადგილოა ამ შემთხვევაში.ბიჭებმა თავდადებით იომეს მაგრამ მეტოქე აშკარად ძლიერი გუნდია, სროლებში მაგრად მოვიკოჭლებთ,დაუშვით უამრავი ელემენტარული შეცდომა, მსაჯი იყო ელამი,ბოლო წუთები კი უკვე ნერვების ომი იყო ,მაგრამ ჯგუფიდან ნამდვილად გავალთ
გიორგი
08 სექტემბერი 2016 00:31
0
არა და ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო დარბაზში. მართლა ყველაფერი გავაკეთეთ გულშემატკივრებმა მაგრამ ძალიან გაგვიცრუეს გული. იმედია მომავალში ცოტა ყურადღებით ითამაშებენ. ისე ზუროსი არ ჩანს ცუდი მწვრთნელი. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
გუკა
08 სექტემბერი 2016 00:26
0
ბელგიასთან რო წააგე პირწმინდათ ორივე თამაში ის მწვრთნელი იყო კარგი და ეს ცუდია რა მწვრთნელმა უთხრა ცინცაძეს კლოუნადა ატარე მოედანზეო თუ სანიკიძეს ფარქვეშიდან ბურთი არაფლის დიდებით არ ჩააგდოო აა სანაძეს უთხრა ეტყობა ბურთს ხელში რო ჩაიგდებ ეგრევე მარტივ სიტუაციაში ტექნიკური მიიღეო. კაი რა ძალიან მაგარი ადამიანი და სპეციალისტია და როარა ეს ყველაფერი მოგებული ვიყავით მსაჯების უნამუსო ქცევის მიუხედავათ ისე დარწმუნებული ვარ მეორე თამაშს ჩვენ მოვიგებთ.
qutaiseli
08 სექტემბერი 2016 00:23
0
ეს წაგებული თამაში ზუროსის სინდისზეა თავიდან ბოლომდე!!!!ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული თორემ მონტენეგრო არაა ის გუნდი ვისტანაც მოგება შეუძლებელია..გულშემატკივარმა ყველაფერი ჩადო ტამაშის მოსაგებად..ხოლო ვიგაცეებმა ანუ დანარჩენებმა დააღალატეს გულშემათკივრები....სამწუხაროდ!!!
nikola
08 სექტემბერი 2016 00:07
0
სპორტის ნებისმიერ სახეობაში შეტევაში სულ რატომ ვჯარიმდებით ??? ზუსტად მაგიტომმვაგებთ და ბოლოს რაღაც სასწაულის იმედად ვრჩებით. სროლითაც ჩვენზე უკეთესად ესროლეს და ლოგიკურად მოიგეს
გგგ
08 სექტემბერი 2016 00:03
0
მადლობა ბიჭებო და წარმატებები მომავალ შეხვედრებში :)))
დათო
08 სექტემბერი 2016 00:02
0
ილიას საღოლ მაგარი მწვრთნელი ხარ და ნუგამოხვალთ ეხლა რადგან თამაში წააგო ეს დაუნახავი ხალხი)) ძალიან მაგრად ვთამაშობთ დაცვას!!! კომენტატორებმა ისე აქეს ეს მსაჯები რომ ყველაზე მეტი შეცდომა მთელ თავის კარიერის განმავლობაში დღეს დაუშვეს))))
svani
07 სექტემბერი 2016 23:57
0
ამ თამაშსი მწვრთნელის ბრალი არაფერი არ იყო! უყურადღებობამ წაგვაგებინა ეს თამაში
Levani
07 სექტემბერი 2016 23:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული