ილიას ზუროსი: ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მონტენეგროს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე მატჩი შინ მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 74:76 დამარცხდა.

"როგორც ყოველთვის, დღესაც, უპირველესად მსურს გულშემატკივრისადმი მადლობის გადახდით დავიწყო. მადლობა, ვინც მოვიდა, გვიგულშემატკივრა და ასეთი ატმოსფერო შექმნა.

ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ჩემი გუნდის მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების
გამო დავთმეთ.

ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი! მჯერა, მომავალშიც ასეთი მონდომებით გააგრძელებენ ბიჭები თამაშს. მჯერა, რომ დასახულ მიზანს, რაც ევრობასკეტზე მოხვედრაა, მაინც მივაღწევთ.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უკეთესი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქედ ერთ-ერთი ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა, რომელმაც შორეული სამქულიანებიც ჩაგვიგდო. ჩვენ კი შეტევაში დავუშვით არაერთი შეცდომა, რამაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედა - სულ რაღაც 2 ქულით დავმარცხდით", - განაცხადა ზუროსმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ჩვენი ნაკრების ორი გამოკვეთილად სუსტი რგოლი რაც დღეს გამოჩნდა იყო ზუროსი და ცინცაძე!!! ზუროსი საჭირო დროს "გაშტერდა": მეორე მეოთხედში გუნდის თამაში ვერ გადააწყო და მესამეში ცინცაძემ სანამ არ დაგვაქცია არ მოაშორა პარკეტს. ცინცაძემ კიდევ რაც დააწია ჩვენს გუნდს ყველან ნახა...ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ამ დონეზე მოთამაშე ვერ არის, ერთ მაგარ პასს გააკეთებს, მერე ათჯერ მეტს გააფეჭებს. ესეთი არასტაბილური უკანა ხაზის ძირითადი მოთამაშით ძალიან რთულია ძლიერ მეტოქესთან წარმატების მიღწევა. იმედია სტყმრადაც მაგრად ვიბრძოლებთ და მოვიგებთ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
07 სექტემბერი 2016 23:24
0
ბიჭებს მადლობა თავდადებული თამაშისთვის,წაგების გარეშე დიდი გამარჯვებები არ მოდის...
fani
07 სექტემბერი 2016 23:24
0
რავი ვინც თამაშს უყურა მონტენეგრომ ვერაფერში მოგვიგო რა მომენტი დაიჭირა პროსტა. საღოლ მსაჯობას ვაქებ 100% ით მინუს ორი ცენტრი პლიუს ტექნიკურებით თან საკუთარ მოედანზე წარმოიდგინეთ იქ რას გვიზავენ ესენი. ზუსტადაც რომ მოგებულის ძალით წაგებაა ეს. პს. კიდე კაი სტადიონზე არ ვიყავი თორე ცოდვას ჩავიდენდი მსაჯების მიმართ
aaa
07 სექტემბერი 2016 23:21
0
ესეთი ბავშური შეცდომები როგორ უნდა დაუშვა ვერ ვიგეფ, მწვრთვნელი მაგ შემთხვევაში ვერაფერს იზავს, ცინცაძე კიდე რა ხასიათის მოთამაშეა ვერ გაიგეფ, მაგრად ერთობა ხოლმე ავიწყდება ნაკრებში თამაშობს თუ ისე გასართობად სამოყვარულო ტურნირში, თან კმაყოფილი ვარ დაძაბული თამაშით და თან უკმსყოფილო რა თქმა უნდა წაგებით, მაინც მადლობა რომ ბოლომდე იბრძოლეს იმედი მაქვს რომ გავლენ ევროპაზე. წარმატებები.
Dato
07 სექტემბერი 2016 23:07
0
მაგარი ცუდი მწვრთნელია.
zura-zura
07 სექტემბერი 2016 22:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული