FIBA: თბილისის სპორტის სასახლეში ევრობასკეტ 2017-ის რეკორდი დამყარდა

AutoSharing Option
ფიბას ოფიციალური საიტის მტკიცებით, გუშინ სპორტის სასახლეში ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასწრების რეკორდი დამყარდა. ჯერჯერობით, არც ერთ თამაშს არ დასწრებია მეტი მაყურებელი, ვიდრე საქართველო-მონტენეგროს თამაშზე.

- საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

ამ შეხვედრას ოფიციალურად 9 800 ადამიანი დაესწრო, თუმცა ხალხის ნაწილი კიბეებზეც მოკალათდა. ასე რომ, რეალურად მაყურებლის რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყო.

შეგახსენებთ, რომ მატჩი მონტენეგროელთა გამარჯვებით დასრულდა - 76:74.
მკითხველის კომენტარები / 9 /
"მამლუქი ქუთაისელი" -ს
მემგონი აი ზუსტად შენნაირი ბატონების მაძევარი და უსუსური ადამიანებიდან ზეადამიანის ხატის შემქმნელები არიან პოლიტიკაშიც, სპორტშიც და ხელოვნებაშიც ქვეყნის უკან დამხევები. მე პირადად ვახსენებ აუგად თქვენს მამამთავარ ბიძინას, იმიტომ რომ გაგიკვირდება და ეგაა დემოკრატია და შენთვის რომ ბატონი ბიძინის აუგად ხსენება რომ ღვთის შიშთან ასოცირდება, იმიტომაცაა ჩვენს ქვეყანაში ბ-ნი ბიძინის კომუნიზმი და ფეოდალიზმი. დიახ, მე ვევედრები ღმერთს როგორმე მშვიდობიანად იხნას ქვეყანა თქვენი ბ-ნი ბიძინისგან და მერე მომდევნო თაობამ მოსთხოვოს პასუხი მის ნამოქმედარზე...
ქუთათური
11:16 15-09-2016
0
სასახლის აშენების რა მოგახსენოთ, კალათბურთს რომ დაფინანსება ჭირდება, ფაქტია. რაღაც კაპიკებს აძლევენ და იმასაც ამადლიან. ყველაზე აბუჩად აგდება ის არის, კალათბურთის ფედერაციას ერთი სპორტული დარბაზიც არ გააჩნია. ახალ სპორტის სასახლეში იჯარას იხდიან და ამ იჯარის ფულს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად უთვლიან. მეტი სირცხვილი რაღა გინდათ. მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატსაც და ნაკრებების ვარჯიშებსა და თამაშებსაც დაქირავებულ დარბაზებში ატარებენ.
გიო
23:10 11-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული