ალბანეთი VS საქართველო - გასეირნება ტირანაში

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ F ჯგუფში მეოთხე შეხვედრას სტუმრად ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი ასლან რუსის სახელობის დარბაზში თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ილიას ზუროსის 13-კაციანი გუნდი ალბანეთში ორი დღის წინ ჩავიდა და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, არაა გამორიცხული, რომ იმ ხუთეულიდან, რომელმაც მონტენეგროსთან 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში ითამაშა, ალბანეთთან რომელიმე კალათბურთელმა დაისვენოს.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პირველი ვარჯიში ალბანეთში [VIDEO]

საქართველოს
ნაკრების დღევანდელი მეტოქე F ჯგუფში აშკარად უსუსტესია. ალბანეთის ნაკრებმა აქამდე ჩატარებული სამივე თამაში დათმო, თბილისურ შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა 86:47 მოუგო.

რაც შეეხება ჩვენს სხვა მეტოქეებს, დღესვე F ჯგუფის ლიდერი მონტენეგროს ნაკრები სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
N მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი
8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)
3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)
10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)
2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)
5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)
6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)
16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)
23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)
15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)
7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)
9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)
33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015).

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6
2. საქართველო 3 2 1 254:186 5
3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4
4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3.
მკითხველის კომენტარები / 18 /
რას დახოხავთ ბიჭებო,წამოწექით,გამოიძინეთ!გასეირნების შემდეგ დასვენება მოგიხდებათ.
უბრალოდ სამარცხვინოა ასე,,თამაში".მართლა ,,პახმელიაზე"ჩანან ესენი.გუნდს,რომელსაც ასე თამაში შეუძლია ,ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება და არც ღირსია.
სოსო
22:06 10-09-2016
0
აი პირველი ტაიმიც დამთავრდა. ცინცაძესთვის გასეირნების თქმა შეიძლება. ისედასაც ძინავს. ალბათ მაინც მოვიგებთ, მაგრამ ასეთი არასერიოზული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგრამ რას ვიზამთ. არაპროფესიონალიზმი - ქართული სენია. ისე საინტერესოა - ჩვენ კომენტარებს რომ ცენზურის ქვეშ ატარებთ, სტატიებს არავინ არ კითხულობს, არ აკონტროლებს?
alexandre
22:02 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული