საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში სლოვაკეთი მეორედ გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე შეხვედრა თბილისში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს ანგარიშით 96:68 სძლია და პრაქტიკულად, ევრობასკეტის საგზურიც გაინაღდა. 31 ქულით ქართველთაგან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო.

დღეს ღამით საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე F ჯგუფის ბოლო, მეექვსე შეხვედრას ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუნდაც წავაგოთ მონტენეგროში, მაინც გარანტირებულად გასულები ვართ
zviadi
11:18 15-09-2016
0
96 ქულა აიღეს როცა ასე ცოტა სამიანები ჩააგდეს.ამათმა რო სამიანების სროლა იცოდნენ ვერავინ ვერ მოუგებდა ალბათ:)
გია
11:09 15-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული