უმაღლესი ხარისხის კალათბურთი, დიდი დუელები, გიჟური სროლები...

AutoSharing Option
FIBA.com-ზე მწერალმა ჟურნალისტებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ციკლი შეაფასეს.

აი, რას წერს ერთ-ერთი მათგანი:

"საქართველოსა და მონტენეგროს ჯახი F ჯგუფში ნამდვილი საკალათბურთო ოცნება იყო. ეს განსაკუთრებით მეორე შეხვედრას ეხება, რომელიც მონტენეგროში გაიმართა.

ეს იყო უმაღლესი ხარისხის თამაში: დიდებული ტყორცნა, დიდებული ტყორცნის პასუხად; ზაზა ფაჩულიასა და ნიკოლა ვუჩევიჩის დუელი; გიჟური სროლები ბოლო მეოთხედში მონტენეგროელი ნემანია ვრანიეშისა და ქართველი მაიკლ დიქსონის შესრულებით; ვიქტორ სანიკიძის შორეულზე შორეული სამქულიანი; მწვრთნელთა დუელი ბოგდან ტენიევიჩი ილიას ზუროსის წინააღმდეგ. ოქროს მატჩი!

თანაც, ეს იყო უკანასკნელი შესარჩევი მატჩი, ბრწყინვალე
რეპეტიცია ევრობასკეტ 2017-ისთვის".

* * *
საქართველოს ნაკრები ექსპერტთა დასკვნებში კიდევ რამდენჯერმე არის ნახსენები. ერთ-ერთი ექსპერტი "დაბრუნებულ ვარსკვლავებში" გიორგი ცინცაძეს გამოარჩევს:

"მე ასეთად გიორგი ცინცაძეს მივიჩნევ, იმიტომ არა, რომ მან გასული წლის ევრობასკეტი გამოტოვა. არამედ, იმიტომ, რომ ის ძალიან ძლიერად დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ბოლო ევრობასკეტზე ძალიან დასანანი მარცხი განიცადა 1/8-ფინალში ლიტვასთან - 81:85.

საქმე ასეა - ცინცაძე ყოველთვის დიდებულად ბრუნდება. 2011 წლის ევრობასკეტის ბოლოსკენ ის სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მეორე წელს ნაკრებში შესარჩევ ციკლში ძლიერად ითამაშა. 2013 წელს ცელიეში საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დაძლევა. შემდეგ შესარჩევში კი ცინცაძე გუნდს დიდად დაეხმარა ევრობასკეტ 2015-ის საგზურის მოპოვებაში.

მას კარგი სტატისტიკა ჰქონდა გასულ ზაფხულს: 8 ქულა, 4,3 პასი, 1,2 მოხსნა და 0,7 ჩაჭრა. ახლა კი მისი მაჩვენებლები კიდევ გაიზარდა: 8,3 ქულა, 6,8 პასი, 3,2 მოხსნა და 2,2 ჩაჭრა

* * *
ფიბას ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს წარმატებული თამაში შეუძლია: "მით უმეტეს, რომ წინა ჩემპიონატზე მათ კინაღამ მეოთხედფინალში გააღწიეს".

ასევე იხილეთ:
ილიას ზუროსი: მსურს, საქართველოს გული მივუძღვნა!
მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთში ბევრი რამეა შესაცვლელი, შედეგი არ იქნება. ფეხბურთი მოგეხსენებათ გუნდური გახდა დიდ შრომასა და დატვირთვას მოითხოვს, აქ თავს იჩენს უკვე ჩვენი მენტალიტეტი სიზარმაცე, და უკვე მცირედითაც კმაყოფილდებიან,რადიკალური რეფორმებია საჭირო, ინფრასტრუქტურა და უცხოელი ფიზ.მომზადების მწვრთნელები.თამაშიდან თამაშამდე წინ სვლის მაგივრად უარესდება შედეგები.
ზურა
23 სექტემბერი 2016 10:27
0
მადლობა მწვრთნელს. ძლივს ვიხილეთ უბურთოდ კარგი თამაში. რაც კოკოშკოვს საერთოდ ვერ ჰქონდა დალაგებული. თუ ასე ითამაშეს უბურთოდ მაშინ სერიოზულ წარმატებებს უნდა ველოდოთ. ამ თამაშში ჩანდა მწვრთნელის ხელი. თბილისში მესამე მეოთხედში უბურთოდ მოძრაობა არ იყო, რაც განსაკუთრებიტ სანაძეს ეხება (ბუჩქივით იდგა ერთი ანეგდოტის არ იყოს) რაც აისახა შედეგზე. ეს არ უნდა განმეორდეს. მეტი და მეტი უბურთოდ მოძრაობა, რაც მოიტანს მეტ შესაძლებლობებს შეტევის განსავითარებლად და ბურთის დაკარგვის ყველაზე სავალალო მაჩვენებელი გამოსწორდება (კოკოშკოვის დროს ეს მაჩვენებელი ყველაზე სუსტი იყო ევროპაში).
დიმიტრი
22 სექტემბერი 2016 16:43
0
ერთ სტატიასჰი ამდენი შეცდომა?
"მე ასეთად გიორგი ცინცაძეს მივიჩნევ, იმიტომ არა, რომ მან გასული წლის ევრობასკეტი გამოტოვა..." - ცონცაძემ ევრობასკეტ 2015 ითამაშა :) და ლიტვას მერვედფინალი ვეთამაშედ, საიდანაც მოგების შემთხვევაშ მეოთხედფინალში გადადიან და არა პირდაპირ ნახევარფინალში. კი მაგრამ ვინც ამას თარგმნის ქართულად,არ უნდა დაფიქრდეს ცოტათი მაინც ???
giorgi
21 სექტემბერი 2016 13:39
0
რაის მეოთხედფინალი? წამები გვაშორებდა საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრას? რას ლაპარაკობთ? მერვედფინალი ხომ არ იყო?
odala
20 სექტემბერი 2016 18:44
0
ევროპის ჩემპიონები რომ გავხდეთ
...
20 სექტემბერი 2016 18:14
0
ლიტვასთან მეოთხედფინალში კი არა, მერვედფინალში წავაგეთ.
Konstantine
20 სექტემბერი 2016 17:08
0
მწვრთნელის მაღალი კლასი იმაში ჩანს, შესუსტებული შემადგენლობით რომ აღწევს წარმატებას. ჯერ მარკოიშვილის, შემდეგ შენგელიას ტრავმა(მანამდე ცქიტიშვილის უარი) ზუროსმა არაფრად ჩააგდო და სხვადასხვა ვარიანტებს ეძებდა შედეგის დასადებად. ამ თამაშს რომ ვუყურე, განცდა გამიჩნდა, ის კალათბურთელები საერთოდაც, ხელს ხომ არ უშლიდნენ გუნდს უფრო გახსნილ თამაშში და თავის გამოჩენაში?! მოკლედ, დიდი სიამოვნება მივიღე და ასე გაეგრძელებინოთ, წარმატებას ვუსურვებ მტელ ქარტულ კალათბურთს
ზაზა
20 სექტემბერი 2016 16:56
0
ჩვენდა სამწუხაროდ არამგონია მალე დადგეს ის დრო რომ ფეხბურთელებმაც გაგვახარონ :(
gelashvilis fani
20 სექტემბერი 2016 16:04
0
გუნდურ სახეობებში კალათბურთმა და რეგბიმ მსოფლიოს გააცნო ჩვენი პატარა ქვეყანა,სხვადასხვა გამოცემები გვაქებენ ამ სახეობებში.როდის დადგება ის სანატრელი დღე როცა იმავეს ჩვენს ფეხბურთელთა ნაკრებზე იტყვიან....
qobuleteli
20 სექტემბერი 2016 14:28
0

სიახლეები პოპულარული