რასელ უესტბრუკმა ფაჩულიაზე უცენზუროდ ისაუბრა: ზაზას სამაგიეროს გადავუხდი

AutoSharing Option
"ოკლაჰომას" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ზაზა ფაჩულიას მომენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა მეორე მეოთხედის დასასრულისას უესტბრუკის წინააღმდეგ ხისტად ითამაშა.

- ფაჩულიამ ერთ მომენტში ვესტბრუკი დაჩაგრა, "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას" მოუგო [VIDEO]

უესტრბუკმა ფაჩულიას მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა და აღნიშნა, რომ ფაჩულია ინანებს ამ საქციელს.

"I’m going to get his ass back"

"არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მსგავს რამეს ყურადღების გარეშე არ დავტოვებ და სამაგიეროს გადავუხდი.

ჯარიმის შემდეგ ის ჩემ ზემოთ დადგა? ეს თამაშის დროს არ დამინახია, მხოლოდ
ახლა ვნახე. ამ თამაშს არ ვთამაშობ... ის პასუხს აგებს ამაზე. არ ვიცი, როდის, არ ვიცი, როგორ მოხდება ეს. ამ თამაშს არ ვთამაშობ", - თქვა უესტბრუკმა თამაშის მერე.

მომზადებულია The Score-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ზაზას ძალიან ვგულშემატკივრობ და მართლა მაგარი კაცია, მაგრამ მართლა წამოეყენებია ეს კაცი, თავზე რომ დაადგა გალახულ კაცს სულთამხუთავივით. ჩემი აზრით არ უნდა ზედმეტად მუშტებზე ყურება
321
19 იანვარი 2017 15:44
0
ერთადერთი ვისაც ზაზასთან მიახლოება შეეძლო გაწევ-გამოწევაში ეს გრინი იყო და შენ რამდენად გამოგივა წარმატებები:დ
svan
19 იანვარი 2017 15:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული