თუმცა ბოლო წამზე სტუმრები მარცხს გადაურჩნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე "გოლდენ სტეიტი" 2 ქულით იგებდა და ბურთი საკუთარი ფარის ქვეშიდან შემოჰქონდა, როცა კევინ დურანტმა ბურთის მიღების მიზნით მეტოქე აკრძალული ხერხით მოიშორა. ოკლენდელთა ლიდერი დააჯარიმეს და ბურთი პორტლენდელებს გადასცეს. ევან ტერნერმა პოტენციურად გამარჯვების სამქულიანი სულ მარტომ ესროლა, მაგრამ
ზაზა ფაჩულიასთვის ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი. ქართველმა ცენტრმა 23.30 წუთი ითამაშა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო კი 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
არ უთამაშია ოკლენდელთა ერთ-ერთ ლიდერ სტეფ კარის, რომელიც გაციებულია და სეზონში პირველი შეხვედრა გამოტოვა. ფაჩულიაზე მეტი ქულა კი გოლდენსტეიტელთაგან მხოლოდ კევინ დურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს. რაც შეეხებათ პორტლენდელებს, საუკეთესო შედეგი, 28 ქულა, სიჯეი მაკოლუმმა დააფიქსირა. 19 ქულას დასჯერდა დამიენ ლილარდი, პლუმლიმ კი 15 ქულას და 11 მოხსნას უწია.
41 მოგებითა და 7 მარცხით "გოლდენ სტეიტს" ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. 2 თებერვალს ფაჩულიას გუნდი "შარლოტ ჰორნეთსს" ჩვენი დროით 07:30 საათზე უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით