ფენომენალური კარი - სტეფმა ბითაძის გუნდს 56 ქულა ჩაუგდო და მატჩის ბედი შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "გოლდენ სტეიტთან" შინ 115:121 დამარცხდა. პირველი ტაიმი კომფორტული უპირატესობით "ორლანდომ" 66:49 მოიგო, თუმცა სტეფ კარიმ მატჩის ბედი შეცვალა. უკანახაზელმა 34:18 წუთში 56 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

გოგა ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა მოედანზე 21:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

"ორლანდოდან" საუკეთესო პაოლო ბანკერო გახდა, მან 36:05 წუთში საკუთარ გუნდს 41 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი
გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "მეჯიქი" 29 მოგებითა და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, "ორლანდო" მორიგ შეხვედრას 3 მარტს "ტორონტო რაპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 32 გამარჯვებითა და 27 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი 2 მარტს "ფილადელფია 76"-ს შეხვდება.

alt"ბითაძე "იუტასთან" კვლავ სასტარტოში იყო - "ორლანდო" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "პორტლენდთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

alt"ორლანდოს" ბითაძე დაუბრუნდა - "მეჯიქი" "მაიამისთან" ოვერტაიმში დამარცხდა [VIDEO]


 

მკითხველის კომენტარები / 1 /
სტეფ კარიც კალათბურთელია და გოგა ბითაძეც?))))))))
zaza
13:35 28-02-2025
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული