"ეს გასაკვირიც არ არის, რადგან 1-ელ თებერვალს დადგინდა, რომ ზაზა ფაჩულია მხრის ტრავმის გამო ერთ კვირას გამოტოვებდა. "ჩიკაგოს" წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო, ახლა კი საბოლოოდ გამოირიცხა", - წერს საიტი.
ჩვენებურის არყოფნაში "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში კვლავ ჯაველ მაკგი ითამაშებს, რომელიც საშუალოდ 7,7 ქულასა და 4,7 მოხსნას აკეთებს ზაზას არყოფნაში.