მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ოკლაჰომელები 12 ქულით წინ იყვნენ, მაგრამ კროუფორდ-ჰინრიხის დუეტმა დანებება არ ინება და შორეული ტყორცნებით სცადა მატჩის შემოტრიალება, ხოლო მერვინ უილიამსმა სხვაობა სულაც 2 ქულამდე დაიყვანა - 100:102 (სირენამდე 1:27 წუთით ადრე). თუმცა საპასუხოდ
გაგვაწბილა მწვრთნელმაც: ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე 5:54 წუთით ადრე შეუშვა და ზუსტად 5:54 წუთი ათამაშა - პირველი მეოთხედის შემდეგ ზაზა მოედანზე აღარ გამოჩენილა და "სარეცხის მანქანაში" გამოწურულ დროში მხოლოდ ის მოასწრო, რაც სათაურში დავწერეთ: 1 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება.
გულში გვიხარია, "ატლანტას" კონკურენტების ("ორლანდო", "ჩიკაგო") წაგებები, მაგრამ... ჯორჯიელები კონკურენტებთან შედარებით მეტს აგებენ, არასტაბილურად გამოიყურებიან და თამამად შეიძლება ითქვას - ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდებათ თუნდაც "ორლანდოს" ჩამოტოვება, რომელსაც 40 მოგება აქვს. "ატლანტას" ანგარიშზე კი 37 გამარჯვებაა.
ზაზას გუნდი 6 მარტს "ნიუ იორკს" უმასპინძლებს.
ატლანტა-ოკლაჰომა 104:111
ზაზა ფაჩულია: 5:54 წუთი, 1 ქულა (2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ფოლი
ქრონოლოგია
I პერიოდი
05:54 ზაზამ კოლინზი შეცვალა
05:26 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 14:12)
04:36 დაფარება: 1 (ჰარდენს დაუფარა)
04:36 ფოლი: 1
03:08 მოხსნა: შეტ-1, დაც-0.
.