მწვრთნელი აიჭრა, გუნდი ჩაიჭრა

AutoSharing Option
თებერვლის ბოლოს "ატლანტამ" 6-დან 5 მატჩი წააგო და მწვრთნელმა ლარი დრიუმ მდგომარეობის გამოსწორება წინა ხაზში ცვლილებების განხორციელებით სცადა. მან ზედიზედ ორ შეხვედრაში არ ათამაშა ზაზა ფაჩულია და სათამაშო დრო შეუზღუდა ჯეისონ კოლინზს. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ზაზა საჭირო კალათბურთელია და მომდევნო 2 მატჩში 20-20-ზე მეტი წუთი ათამაშა.

"ჰოქსმა" "ჩიკაგოს" ძლევის შემდეგ კვლავ ჩავარდნა დაიწყო. მწვრთნელი კი გამოსავალს, ალბათ, ისევ მეფარეების ცვლილებაში ხედავს - ფაჩულია "ნიუ იორკთან" 1:05 წუთი ათამაშა; კოლინზი, პაუელი და ტომასი მოედანზე საერთოდ არ გაუყვანია; ხოლო "ვაშინგტონიდან" გადაყვანილ
ცენტრ არმსტრონგს 11 წუთი არგუნა (1 ქულა, 1 მოხსნა).

მოკლედ, ჩვენ ვერაფრით ვხსნით ლარი დრიუს მოქმედებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც მალევე მიხვდება, რომ ზაზა ფაჩულია საჭირო კალათბურთელია.

ექსპერიმენტები "ატლანტას" თავკაცს ძვირად დაუჯდა - "ნიუ იორკთან" 79:92 დამარცხდა.

"ჰოქსი" მომდევნო მატჩსაც შინ ჩაატარებს - 8 მარტს "ლეიკერსს" მიიღებს.








.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული