ნიკა მეტრეველი "რიმინს" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა მეტრეველი იტალიის მეორე ლიგას ხუთმატჩიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. მან "ვენეციასთან" სტუმრად გამართულ მატჩში 10 წუთი ითამაშა და იტალიელი ჟურნალისტებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა. ნიკამ 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი), 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. რაც მთავარია, მას კარგი გარჯა გამარჯვებით დაუფასდა - "რიმინიმ" "ვენეცია" 62:60 "ჩაძირა".

"ლეგადუეს" საიტზე მეტრეველის თამაშს მცირე სტატია მიეძღვნა, რომლის თარგმანიც, ვფიქრობთ, ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

"როცა მწვრთნელი ზედიზედ 5 მატჩში არ გათამაშებს, ძნელია, მეექვსე შეხვედრაში ადგე და სათანადოდ გაისარჯო. თუმცა, ნიკა მეტრეველმა ეს
შეძლო. 210 სმ სიმაღლის ქართველმა 10 წუთი ითამაშა და თანაგუნდელებს დიდად დაეხმარა.

- გახარებული ვარ. მოედანზე დაბრუნება ძალიან მსურდა და სასიამოვნოა, რომ მწვრთნელს იმედები გავუმართლე.

მან ვენეციაში ფორვარდად ითამაშა და აღნიშნა:

- ჩემი ამპლუა მძიმე ფორვარობაა. თუმცა, კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და მეტი - მოსამატებელი.

ქართველმა კალათბურთელმა ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ მწვრთნელი მომავალ მატჩებში მეტად ენდობა."





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული