გრეგ პოპოვიჩი ფაჩულიასა და ლეონარდის მომენტზე: ეს საშიშია, ეს არასპორტულია!

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ჟურნალისტებთან კავაი ლეონარდის ტრავმის შესახებ საუბრისას ზაზა ფაჩულია გააკრიტიკა.

"ასეთი დგომა მიუღებელია. ეს საშიშია. ეს არასპორტულია. ასე არ კეთდება. ეს კონკრეტული პერსონაჟი მსგავს ეპიზოდებში არაერთხელ არის შემჩნეული.

მას აქვს დოსიე და აი, რა მოხდა კვირას. ეს იყო სროლის შეშლის არაბუნებრივი მცდელობა. ლიგამ მსგავსი ილეთი უკანონოდ სცნო რამდენიმე წლის წინ და ამას გარკვეულ ყურადღებას აქცევს.

ახლა კავაი არ გვყავს. თქვენ გინდათ იცოდეთ, რას ვფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, თქვენ გინდათ იცოდეთ, ამცირებს თუ არა ეს ჩვენს
შანსებს.

ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც დიდი ალბათობით შეგვიძლია ლიგაში საუკეთესო ვუწოდოთ. რთული სათქმელია, რა მოხდება აღმოსავლეთში. 10 ადამიანიდან 9.75-ს ესმის, რომ "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" მოიგებს.

ჩვენ ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ, პლეი ოფშიც კარგად გამოვიყურებოდით. ვფიქრობ, მხოლოდ ვუმატებთ და აი, "უორიორსთან" +23 გვაქვს მესამე მეოთხედში. ხოლო ჩვენ კავაის ვკარგავთ და ვკარგავთ ასე! და თქვენ გინდათ იცოდეთ, რომ ჩვენი შანსები შემცირდა თუ არა და რას ვფიქრობთ ამის თაობაზე. აი, ამას ვფიქრობთ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

- "ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]
- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]

მომზადებულია The Score-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
vaxo შენ შეიძლება კალათბურთი გესმის, მაგრამ მთავარი არ გესმის, არც შენ და არც შენისთანებს, რომლების ამ ბოლო დროს მომრავლდნენ სამწუხაროდ და ეს მთავარი რა არის იფიქრეთ ეხლა...მაგრამ ეჭვი მეპარება რომ მიხვდეთ...
გია-11
17 მაისი 2017 10:42
0
Sad aqvs tvalebi gregs?nbas konferenciis finali soflis gundebis tamashixoaraaro ragac imaimunoda esvinmes gamoaparo?atasobit kameraa lamisda yvelas yuradgeba parketisken plius,ramdeniwelia zaza nbashia da asetrames arikadrebs arasodes.gregi magari mwvrtnelia magram isvermounelebia zazam rogorgaachera gasoli da oldriji,imazexo sulgacofda rogor dauqaches oklendelebma handikapi,hoda exlacdilobs gagma sheedavosda gamogma dagrchebas principi gaataros,albat ukmayofiloebi darchnen texasuri gundis mesveurebida fanebi amxelaupiratesobis ganiavebitda exla cdilobs raimegamartleba moudzebnos amwagebas.me mashinebs texasshi chasatarebeli matchi,warmomidgenia ramxela zewolaiqneba chven kapitanze,ar gamovricxav provokaciasac,radgan mtelma amerikamicis zazas xasiatiro aravisarafers apatiebs,tuarada kitxon garnets rogoria zaza.imedia sheinarchunebs simshvidesda bechedsac miigebs,rac mwvervaliiqneba misikarieris.
Alika
17 მაისი 2017 09:52
0
ზაზა დაიკიდე, ფსიგოლოგიურ ზეწოლას ცდილობს. შენი ბეჭედი მთელ საქართველოს გვჭირდება!!!
გიორგი
17 მაისი 2017 00:05
0
პოპოვიჩს ვის სბრალებს კავაის ტრავმას?
ჯერ ერთი, კავაი ტრავმირებული იყო და ნახევარფინალის ბოლო მატჩი გამოტოვა. პოპოვიჩნა მაინც დააყენა ტრავმა მოუშუშებელი მოთამაშე. მეორეც, ზაზასთან შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითონ დაეცა და შეხვედრა ძლივს გააგრძელდა. მქვრთნელს არ უნდა გაერისკა და ის მოედნიდან გაეყვანა. ასე რომ, კავაი ლეონარდის ტრავმა პოპოვიჩის ნამუსზეა და ის კი ზაზას აბრალებს.
gogig
17 მაისი 2017 00:01
0
ზაზასთან შეჯახებამდე ორი წუთით ადრე რომ გადაუბრულდა ფეხი ლეონარდს და სკამებში ჩავარდა, ბარემ ეგეც ზაზას დააბრალოს. ორი წუთით არ გაიყვანა მოედნიდან და ნატკენი ფეხით გააგრძელებინა თამაში.
უჩა
16 მაისი 2017 22:52
0
აბა ვიღაცას ხო უნდა დააბრაოს 23 ქულას რო ამოგიქაჩავენ. ფაჩულიას დააბრალა. დაბერდა ეს კაცი და ვერ ხვდება რო უკვე აღარ არის ამის დრო. ზაზამ ამ ბოლო თამაშებში ისე მოუმატა რომ უკვე ღირსეული წევრია ამ ვარსკვლავური გუნდის.
gia
16 მაისი 2017 22:21
0
გრეგ პოპოვიჩი აბრალებს ზაზას და ზაზა კი აბსოლუტურად უდანაშაულოა, ამით რა თქმა უნდა პოპოვიჩი ცდილობა რომ ზაზა გამოიყვანოს ხასიათიდან და ეს ეგრეთ წოდებული ფანდია მაგ ჩათლახი ამერიკელი ებრაელისა რომელმაც დააშავა და ტრავმირებული ლეონარდი გამოიყვანა სათამაშოდ
ხვიჩა
16 მაისი 2017 18:12
0
ეეხ, დაბერდი პოპა შენ, კაცი რომ ბერდებაო...
Bavaria
16 მაისი 2017 18:01
0
ამაღამ,რომ საბოლოოდ შეგისრულებს ფაჩულია,ჩემო პოპოვიჩ,აი მაშინ მოხვალ აზრზზე,ზაზა მიდი ამაღამ თავი არ დაზოგო და ხერხემალში გადატეხე ეს ცანცარა პოპოვიჩი,რომ კუდით ქვა ასროლიონ სპურსიდან,ძირს პოპოვიჩი.
roma
16 მაისი 2017 17:56
0
ამერიკელებს უყვართ შოუს დადგმა, მითუმეტეს ამის იოტისოდენა შანსი თუ არის. გრეგმა ძალიან მწარედ განიცადა ეს მარცხი, რადგან ამხელა უპირატესობა გაფლანგეს. ის გამოცდილია, ცდილობს თავისი კალათბურთელების სტრესული მდგომარეობიდან გამოყვანას. ამიტომ ცდილობს მარცხის მთელი სიმძიმე ამ ვითომ არასპორტულ ეპიზოდს დააბრალოს. არადა თვითონ ყველაზე კარგად იცის რომ ცალკე კავაის ტრავმაც და ცალკე +23 გაფლანგვაც პირველ რიგში მისი ბრალია. უბრალოდ იაფფასიან პიარტექნოლოგიას იყენებს გულშემატკივრებზე და მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. აწი სულ 0-4 რომ წააგოს სპურსმა სერია ყველაფერს ზაზას დააბრალებენ კავაი სულ ჯანმრთელი რომ გამოვიდეს პარკეტზე მაინც
დუდუ
16 მაისი 2017 17:49
0

სიახლეები პოპულარული