ფანმა, რომლის სახელი და გვარია ხუან ვასკესი, სასამართლოში უჩივლა ზაზას და კომპენსაციის სახით (მორალური ზიანისთვის) 73 ათასი დოლარი მოითხოვა, თუმცა მისი მთავარი მოთხოვნაა, NBA-ს მოედნებზე შეწყდეს ზაზა ფაჩულიას უხეშობები.
"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ეს სახიფათო მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს (და უკვე გამოიწვია) სერიოზული ტრავმები, აღიკვეთოს სან ანტონიოს მოედანზე", - განაცხადა ვასკესის ადვოკატმა ალფონსო კენარდ ჯუნიორმა.