ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "კლივლენდთან" ფინალური სერიის მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ სეზონი მძიმე იყო და ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა.

- ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს [VIDEO+PHOTO]

"სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით.

ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" ოკლენდში 13 ივნისს გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ბრავო ზაზაააააააააააააა! გილოცავთ ყველას!
დიტო
13 ივნისი 2017 11:42
0
ვულოცავ ზაზას და სრულიად საქართველოს!!! ზაზამ ეს ნამდვილად დაიმსახურა!!!
შოთა
13 ივნისი 2017 10:53
0
ვიღაც ბნელმა ისეთ მაგარ კალათბურთელებს არ აქვთ მოგებული ბეჭედიო და ზაზამ როგორ მოიგოო? თან ბუფონის მაგალითიც მოიყვანა (სად ერეკლე სად ჩემი..)
გიო
13 ივნისი 2017 10:48
0
მარჯი,მარჯი საქართველო !
გივი - გია თუთბერიძე
13 ივნისი 2017 10:46
0
სპორტი არის ქვეყნის დიდი რეკლამა. ზაზა ფაჩულიამ ძალიან ბევრს გააცნო და შეაყვარა საქართველო. მისი სახით უმაგრესი ელჩი გვყავს მთელ მსოფლიოში! გილოცავ ზაზა და მადლობა ყველაფრისთვის!
ქუთაისელი
13 ივნისი 2017 10:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული