NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "ატლანტა ჰოქსთან" "მაიამის" ცენტრი ჟიდრუნას ილგაუსკასი მოედნიდან გააძევეს. მას ნერვებმა უმტყუნა. შეხვედრის დასრულებამდე 3.5 წუთით ადრე "ჰოქსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ლიტველი დაჯაბნა, ბურთი კალათში მოათავსა და თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (87:88). ამან ლიტველი ისე განარისხა, რომ ბურთი აიღო და თავისი ფარისკენ შებრუნებულ ფაჩულიას ზურგში ესროლა. მსაჯებმა ილგაუსკასი გასახდელში გაგზავნეს.
თამაშის შემდეგ, რომელიც "მაიამის" გამარჯვებით 98:90 დასრულდა, ზაზა ფაჩულიამ თქვა: "უცებ ვერ მივხვდი, ეს ბურთი იყო თუ დარტყმა. არც კი ვიცი, რამ გამოიყვანა ის მწყობრიდან.
ჟიდრუნასი ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭია. ვაპირებ დავურეკო. ან შესაძლოა, უბრალოდ შეტყობინება გავუგზავნო. ახლა ჩემს ზარს ალბათ არც უპასუხებს."
მომზადებულია delfi.lv-ის მიხედვით
.