კალათბურთი იმიტომაცაა საინტერესო, რომ მოულოდნელობები ხშირად ხდება: ამ სეზონში, ევროლიგაზე "შარლერუას" "რეალი" დამარცხებული ჰყავს (67:49), ახლა კი "პეპინსტერმა" ბელგიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს 85:80 აჯობა. ეს გახლდათ ბელგიის პირველობის 25-ე ტურის მთავარი მოვლენა. ამ წარმატებაში წვლილი ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ
მატჩი "პეპინსტერის" მოედანზე გიმართა და თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლები პირველივე პერიოდში დაწინაურდნენ - 22:16, ხოლო დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ფორით გავიდნენ (40:33).
"შარლერუასთან" წინა მატჩისგან განსხვავებით "პეპინსტერის" კალათბურთელებმა შეხვედრა ბოლო წუთებამდე სტაბილურად ჩაატარეს და ხუთქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.
თამაშის მთელმა სიმძიმემ ექვს კალათბურთელზე გადაიარა, დანარჩენმა ორმა 10-ზე ნაკლები წუთი ითამაშა. შეუცვლელად ითამაშა დომინიკ ვოთერსმა და მატჩის ბომბარდირიც გახდა - 28 ქულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, 4-4 ქულა-მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან მეტოქის კალათის მიმართულებით 5 ორქულიანი ისროლა და 2 ჩააგდო. დამარცხებულთა შემადგენლობაში ბელგიის ნაკრების ერთადერთი კალათბურთელია - კრისტოფ ბეგინი, რომელმაც 19 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა.
წაგების მიუხედავად "შარლერუამ" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. "პეპინსტერმა" მეექვსე პოზიციაზე აინაცვლა (პლეი ოფში სწორედ ექვსი გუნდი გადის). მის აქტივში 9 გამარჯვებაა, პასივში - 16 მარცხი.
შენგელიასა და მის თანაგუნდელებს ზემოთნახსენები მძიმე მატჩის შემდეგ დასვენების საშუალება თითქმის არ აქვთ - დღეს, 15 აპრილს უშუალო კონკურენტ "ლიეჟს" (8 მოგება აქვს) ესტუმრებიან.
.