„ატლანტა“-„ორლანდო“ 1:1

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას "ატლანტამ" "ორლანდოსთან" საპლეიოფო სერიის მეორე მატჩი გამართა. "ქორები" მეტოქეს, ამჯერადაც სტუმრად დაუპირისპირდენენ და წინა მატჩისგან განსხვავებით დამარცხდნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდმა მატჩი 82:88 წააგო. სერიაში კი ანგარიში 1:1 გახდა.

ქართველმა ცენტრმა პირველი მატჩისგან განსხვავებით უფრო დიდ ხანს ითამაშა - მოედანზე 19:13 წუთი გაატარა და 2 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. თამაშის პირველი მეოთხედი "ატლანტამ" 22:16 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგეს.

სერიის პირველი შეხვედრის მსგავსად შეუდარებელი იყო ორლანდოელთა ლიდერი დუაიტ
ჰოვარდი, რომელმაც პირველ მატჩში 46 ქულა და 19 მოხსნა გააკეთა, ახლა კი 33 ქულას, 19 მოხსნა დაუმატა. სერია ახლა ატლანტაში გადაინაცვლებს და მომდევნო შეხვედრას "ფილიპს არენა" ჩვენი დროით 23 აპრილს, გამთენიისას უმასპინძლებს.

მომდევნო მატჩების განრიგი ასეთია:
მე-3 - პარასკევი, 22 აპრილი, ატლანტა-ორლანდო
მე-4 - კვირა, 24 აპრილი, ატლანტა-ორლანდო
მე-5 - სამშაბათი, 26 აპრილი, ორლანდო-ატლანტა

მე-6 - ხუთშაბათი, 28 აპრილი, ატლანტა-ორლანდო (თუ საჭირო გახდა)
მე-7 - შაბათი, 30 აპრილი, ორლანდო-ატლანტა (თუ საჭირო გახდა)


msy.gov.ge







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული