სლოვენიელმა მედიელებმა გაიხსენეს, რომ ოლიმპიელებს ადრიატიკა 2002 წელს აქვთ მოგებული და ისიც არ დავიწყებიათ, რომ იმ გუნდში ვლადიმერ ბოისა, იურე ჟდოვჩი და ვლად ილიევსკი თამაშობდნენ. გამოცემა "სიოლზე" სამივეს კომენტარი გამოქვეყნდა.
"ჟდოვჩმა 2002 წლის მერე კალათბურთელის კარიერა დაასრულა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო:
- კრკა-სთან "ოლიმპიამ" თავისი რეალური ძალა დაგვანახვა. კარგი იქნება, თუ ჩვენს კოზირს ფინალშიც სათანადოდ გამოვიყენებთ. მოვუწოდებ ყველა ქომაგს, მხარში დაგვიდგეს.
ვლადიმერ ბოისამ 9 წლის წინანდელი
- ძალიან მინდა 2002 წლის მიღწევა გავიმეორო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და სათამაშო დროც არასათანადოდ მქონდა. მას მერე "ოლიმპია" პირველად ახლა გავიდა ფინალში და 2002 წლის მიღწევის გამეორებასთან ძალიან ახლოსაა.
ფინალში გამარჯვების რეცეპტიც გვაქვს - ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც კრკა-სთან. აგრესიული დაცვითა და ფარქვეშ დამაჯერებელი თამაშით შეცდომების დაფარვაც შეიძლება. სამწუხაროდ, შეცდომების გარეშე თამაში წარმოუდგენელია.
რაც შეეხება "პარტიზანს", მას კარგად ვიცნობთ. მოტივაცია არ გვაკლია და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცემა ადრიატიკის თასისთვის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის საშუალება."
.