სტატიის ავტორი აზრს დაეკითხა რამდენიმე ცნობილ სკაუტს, მათ შორის ალეხანდრო გონსალესს და სიმას ბარანაუსკასს. ჟურნალისტი იკვლევს, რამდენად სავარაუდოა, ქვემოთ ჩამოთვლილ 12 პერსპექტიულ კალათბურთელს ამერიკაში წასვლის შემდეგ იგივე ბედი ეწიოს, როგორიც სერბ დარკო მილიჩიჩს, რომელიც დრაფტზე მეორე ნომრად აიყვანეს, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა.
დანარჩენი თერთმეტის პარალელურად გიორგი შერმადინის მოკლე დახასიათებაცაა. თუმცა, მის გაცნობამდე თერთმეტივეს გვარს მოგახსენებთ: რობინ ბენზინგი ("ულმი", გერმანია), ბისმაკ ბიომბო ("ფუენლაბრადა", ესპანეთი), ბოიან ბოგდანოვიჩი ("ციბონა", ხორვატია),
სხვათა შორის, ვესელი, რომელსაც დირკ ნოვიცკის ადარებენ, დღეს გიორგი შერმადინს ადრიატიკის ლიგის ფინალში დაუპირისპირდება.
Ballineurope-ზე შერმადინი ლეგენდარულ ვლადე დევაცთანაა შედარებული:
"ქართველ ცენტრს შეუძლია იყოს მეორე ვლადე დივაცი. შეიძლება არც იყოს... ძნელია შერმადინის შესახებ თამამად მსჯელობა მაშინ, როცა მას ადრიატიკის თასსა და ევროლიგაზე შეზღუდული სათამაშო დრო აქვს. მოკლე დროში არაერთხელ ვნახეთ ფარქვეშ კარგი დაცვა და სროლის სიზუსტე დამაგვირგვინებელ ფაზაში. მოკლედ, იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ოლიმპიელია. თუმცა მეტი რომ ვილაპარაკოთ, მეტი უნდა გვქონდეს ნანახი."
.