ბურჯანაძემ ელისს მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში გამოტოვებული მატჩი გაიმართა: ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" უმასპინძლა და 88:74 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრამდე ბექას სევილიელთა მთავარ გუნდში ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა წუთზე მეტი არც ერთ შემთხვევაში უთამაშია. ამჯერად მან მოედანზე 5:16 წუთი გაატარა, ბურთი ერთხელ მოხსნა და 1 ფოლის მიღება მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ელისი შარშან სწორედ "კახასოლში" თამაშობდა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი მადრიდის "ესტუდიანტესში" გადავიდა. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ტაირონმა 23 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

"ესტუდიანტესს" 30 ტურის შემდეგ
15 მოგება აქვს და ცხრილში მეათე ადგილზეა. ერთით ნაკლები გამარჯვებით მეთერთმეტეა "კახასოლი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული