მესამე შეხვედრა ტარტუში გაიმართა და "კალევის" ათქულიანი უპირატესობით დასრულდა - 77:67. "როკის" მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ შეიყვანა, 22 წუთი ათამაშა. ქართველმა პლეიმეიქერმა 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, 5 ორქულიანი და 2 საჯარიმო ისროლა, რომელთაგან 2-2 ჩააგდო.
სერიის მეოთხე შეხვედრა 14 მაისს "როკის" მოედანზე გაიმართება.