იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურიდან ქართველი გულშემატკივრისთვის გასახარი არაფერი გვაქვს. წააგო როგორც მანუჩარ მარკოიშვილის "ტერამომ", ასევე ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა". მანუს არ უთამაშია, განაცხადში არ იყო, ხოლო ვიქტორმა ბევრი კი იშრომა, მაგრამ შეტევაში ჩვეულად ვერ გაისარჯა და მოედანი უქულოდ დატოვა.
***
"კანტუმ" ტრევიზოში "ბენეტონთან" 84:88 დათმო. მანუჩარს ფეხის თითი აწუხებს და არც ორი დღის წინ "ბიელასთან" ამხანაგურ მატჩში მიუღია მონაწილეობა.
"ვირტუსმა" რომში "ლოტომატიკასთან" კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მესამე პერიოდი ჩააგდო და საბოლოოდ 69:80 დამარცხდა.
სანიკიძის მონაგარი ასეთი იყო: 28 წუთი, 7
მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. მან ორ-ორი ორქულიანი, სამიანი და საჯარიმო ისროლა, თუმცა მიზანს ვერც ერთმა მიაღწია.