მარკოიშვილი 16, სანიკიძე 14, ცინცაძე 13

AutoSharing Option
ლეგიონი
იტალიის ჩემპიონატი
კანტუ-ვარეზე 75:66
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 26 წუთი, 16 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი.

ვირტუსი-ტერამო 96:94
ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი): 29 წუთი, 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.

ლეგადუე
რიმინი-პრიმა ვეროლი 76:59
ნიკა მეტრეველი (რიმინი): 14 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

სლოვენიის ჩემპიონატი
ზლატოროგი-ოლიმპია 55:70
გიორგი შერმადინი (ოლიმპია): 11 წუთი, 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება.
ვლადიმერ ბოისა (ოლიმპია): 8 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა.

ესტონეთის ჩემპიონატი
როკი-კალევი 86:89 დ.დ.
გიორგი ცინცაძე (როკი): 32 წუთი, 13 ქულა, 7 პასი, 3 მოხსნა.

ბელგიის
ჩემპიონატი
პეპინსტერი-ლუვენი 67:71
თორნიკე შენგელია (პეპინსტერი): 14 წუთი, 3 ქულა, 3 მოხსნა.


განვლილ უქმეებზე ქართული საკალათბურთო ლეგიონიდან კარგი ამბებიც იყო და ცუდიც. მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა ქართველების დახმარებით გაიმარჯვეს. მანუმ 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ვიქტორმა - 14. "კანტუმ" "ვარეზე" დაამარცხა - 75:66, ხოლო "ვირტუსმა" - "ტერამო" 96:94.

იტალიის მეორე ლიგაში პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა ნიკა მეტრეველის "რიმინიმ", რომელმაც "პრიმა ვეროლის" შინ 76:59 სძლია. ახალგაზრდა ქართველმა 14 წუთი ითამაშა და გუნდს 8 ქულით შეეწია.

სამწუხაროდ, ბელგიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი დათმო თორნიკე შენგელიას "პეპინსტერმა" (67:71). ამ წაგების შედეგად შენგელიას თანაგუნდელებმა პლეი ოფში ვერ გააღწიეს. თორნიკემ 3-3 ქულა-მოხსნა მოაგროვა.

ასევე არასასიამოვნო ცნობა მივიღეთ ესტონეთიდან - ფინალურ სერიაში მეოთხე მატჩიც წააგო "ტარტუ როკმა". თუმცა, ამჯერად ბოლომდე იბრძოლა და ოვერტაიმში დათმო - 86:89. გიორგი ცინცაძე "როკერთა" შორის გამორჩეული იყო: 32 წუთში 13 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სლოვენიის ჩემპიონატში კვლავ მცირე სათამაშო დრო ერგოთ გიორგი შერმადინსა და ვლადიმერ ბოისას. პირველმა 11 წუთში 9 ქულა მიითვალა, ხოლო მეორემ - 8 წუთში 4 ქულა. "ოლიმპიამ" კი "ზლატოროგის" ძლევით (70:55) პლეი ოფში გასვლის საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული