- 2 გუნდი მზადაა, შერმადინი დრაფტზე აირჩიოს. მათგან ერთი პირობას დებს, რომ გიორგის გუნდის ძირითადი ცენტრის მთავარ შემცვლელად აიყვანს. ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება, თუ NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდება, მაგრამ ჩვენ ამაზე ნაკლებად ვნერვიულობთ, რადგან მომავალ სეზონში გიორგის
- შერმადინს 22 წელი შეუსრულდა და ავტომატურად უწევს NBA-ს დრაფტში მონაწილეობა. მე და გიორგი დავესწრებით დრაფტის ცერემონიას, რომელიც 23 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება.
მანამდე ქართველი ცენტრი წინასადრაფტო კემპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 ივნისს გაიმართება. მას NBA-ს კლუბების სკაუტები დაესწრებიან. თუმცაღა, არის ერთი შემაფერხებელი გარემოება - შესაძლოა, სლოვენიის ჩემპიონატის პლეი ოფი ივნისის შუამდე გაიწელის. თუ ასე მოხდა, შერმადინმა, შესაძლოა, კემპს ვერ ჩაუსწროს.
- ტრევიზოს კემპზე მიწვეული ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე არც მასზე ვფიქრობ და არც NBA-ს დრაფტზე - სლოვენიის ჩემპიონატს ვთამაშობ და მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული. რეგულარულ ეტაპზე კრკა-მ გაგვასწრო, თუმცა ეს ჩემპიონობის დაკარგვას არ ნიშნავს, თუ ფინალში ამ გუნდს შევხვდით, ვეცდებით მოედნის უპირატესობა დავათმობინოთ, - გვითხრა შერმადინმა და იქვე გაიხსენა ბოლო ტურის მატჩი "ზლატოროგთან":
- იგი ჩვენი უშუალო კონკურენტი იყო და მისსავე მოედანზე იოლად დავამარცხეთ. არადა, ამ გუნდთან პირველ წრეში შინ წავაგეთ. ახლაც მიჭირს საშინაო მარცხის მიზეზების პოვნა...
შაბათს "ოლიმპიამ" "ზლატოროგს" 70:55 მოუგო. გიორგი შერმადინმა 11 წუთი ითამაშა, 9 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ოლიმპიას გამოცდილმა ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ 8 წუთში, 4 ქულა ჩააგდო და ბურთი ერთხელ მოხსნა.