შეიძლება, გაგიკვირდეთ, რა იყო მიზეზი მაინცდამაინც მაისში (სეზონის მსვლელობისას) ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა. საქმე ისაა, რომ ქართველი უკანახაზელი "კანტუში" თავს კარგად გრძნობს, მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და გუნდის უფროსობაც სათანადოდ აფასებს.
სპორტულ დირექტორ ბრუნო არიჯონის დიდი გუნდის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი, რომლის საფუძვლად მწვრთნელ ტრინჩიერის, მაარტენ ლეუნენს, ვლადიმირ მიკოვსა და მანუჩარ მარკოიშვილს მიიჩნევს. ვიდრე მანუსთან ხელახალ კონტრაქტს გააფორმებდა, დირექტორმა
აი, რა წერია იტალიურ გამოცემა "სპორტში":
"ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუში" 2009 წელს ჩაირიცხა და პირველივე სეზონში გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურა. საწყის სეზონში იგი საშუალოდ 12.1 ქულასა და 3.2 მოხსნას აგროვებდა.
მიმდინარე სეზონში მანუმ ფეხის ცერი დაიზიანა, რის გამოც თვეზე მეტი გაუცდა, თუმცა ამის მიუხედავად გუნდისთვის მეტად სასარგებლოა, საშუალოდ 10.8 ქულას აგროვებს.
ქართველთან კონტრაქტის გაგრძელებას გამოეხმაურა "კანტუს" სპორტული დირექტორი ბრუნო არიჯონი:
- ლეუნენისა და მიკოვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაყოლიების შემდეგ ჩვენს მთავარ ამოცანად მარკოიშვილთან ხელახალი ხელშეკრულების გაფორმება იყო. იგი მაღალი კლასის კალათბურთელია, შრომისმოყვარეა, გუნდის ფუნდამენტური ნაწილია."