კრკა-ს მეფარე კრისტოფერ ბუკერს უფრო გრძელი ხელები აღმოაჩნდა: საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე იგი "ოლიმპიას" ფარქვეშ შეიჭრა, ბურთი ორჯერ ისროლა, ორჯერვე ააცილა, მაგრამ ფარიდან ასხლეტილ ბურთს თავადვე დაეუფლა, დარჩენილ 9 წამში ბურთი თანაგუნდელებს შეუნარჩუნა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
არადა, ოლიმპიელები ფარქვეშ ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, 9 წამში ერთ
ბოლო წუთებზე მოედანზე არც ბოისა იყო და არც შერმადინი. მწვრთნელი მათ 9-11 წუთით ენდო, ვოვას 9 წუთით, გიორგის - 11-ით. ბოისამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2-2 ქულა-მოხსნა მოაგროვა. გიორგი შერმადინის გასწვრივ ოქმში ერთბაშად 6 ორიანი დაფიქსირდა: 4-დან 2 ორქულიანი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება, 2 შეცდომა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი. მეტოქეები მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ. შეზღუდულ დროში ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
საოცარი სანახავი გამოდგა პირველი ტაიმი: საწყის მეოთხედში კრკა-მ 27:10 იმარჯვა, ხოლო მეორე ათწუთეულის დასაწყისში 20-ქულიან უპირატესობას მიაღწია (30:10). როცა ყველას მატჩის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, დამირ მარკოტამ შორეული ტყორცნებით თანაგუნდელები გამოაფხიზლა და "ოლიმპიამ" 19:3 გაქცევა მოაწყო, რის შემდეგაც სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (29:33). ამის მერე თანაბარი თამაში გაჩაღდა და როგორც დასრულდა ზემოთ წაიკითხეთ.
მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა 11 ივნისს კრკა-ს მოედანზე გაიმართება.